ნინო აბესაძე დაიბადა 1965 წლის 12 აპრილს თბილისში, რეჟისორ ოთარ აბესაძისა და სვეტლანა რაბინოვიჩის (მოლდოველი ებრაელი) ოჯახში[1][2]. 23 წლის ასაკში მუშაობა დაიწყო საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიაში[3].
ისრაელში რეპატრიაცია მოახდინა 1996 წელს[4], რის შემდეგაც მუშაობა დაიწყო ისრაელის ტელევიზიის 33-ე არხის რუსულენოვან ტელევიზიაში. ისრაელში გამგზავრებამდე მან ურთიერთობა გააბა საქართველოსა და სომხეთში ისრაელის ელჩთან ბარუხ ბენ-ნერიასთან.
2008 წლის 18 ნოემბერს ნინო აბესაძემ გამოთქვა ქნესეთის წევრად კენჭისყრის სურვილი და გაწევრიანდა პარტია კადიმაში. პარტიის ლიდერი ციპი ლივნი მიესალმა მის ამ გადაწყვეტილებას[5].
თავდაპირველად ნინო აბესაძე ვერ გახდა სიით პარლამენტის წევრი, მაგრამ მოგვიანებით მან ადგილომონაცვლეობით დაიკავა ცახი ჰანგების მანდატი და შევიდა პარლამენტში.
2013 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მან დატოვა პარტია და გადავიდა პარტია ავოდაში. ახალი პარტიის საარჩევნო სიაში დაიკავა მე-19 ადგილი, მაგრამ პარტიამ მხოლოდ 15 მანდატი მოიპოვა და ნინო აბესაძე ვეღარ გახდა პარლამენტის წევრი[6].