ნიკოლოზ ქაშაკაშვილი

ნიკოლოზ ქაშაკაშვილი
დაბ. თარიღი 12 ივნისი, 1888(1888-06-12)
დაბ. ადგილი ბაღდათი, საქართველო
გარდ. თარიღი 21 თებერვალი, 1967(1967-02-21) (78 წლის)
საქმიანობა მეცნიერი და ინჟინერი
ჯილდოები საპატიო ნიშნის ორდენი, ლენინის ორდენი და შრომის წითელი დროშის ორდენი

ნიკოლოზ ქაშაკაშვილი (დ. 12 ივნისი, 1888, ბაღდათი — გ. 21 თებერვალი, 1967) — ქართველი ინჟინერი, მეცნიერი.

ბიოგრაფია

1913 წელს დაამთავრა პეტერბურგის პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიის ფაკულტეტი.

დასაქმებული იყო სხვადასხვა მეტალურგიულ საწარმოში. 1943-1953 წლებში რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში მთავარი ინჟინრის პოზიცია ეკავა, ხოლო 1953-1967 წლებში მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის შავი ლითონების მეტალურგიული კათედრაზე პროფესორად. 1947-1948 წლებში ჩატარებული კვლევებით დაადასტურა, რომ ტყიბულისა და ტყვარჩელის საბადოების ნახშირის გამდიდრება და კოქსის წარმოება ეკონომიკურად გამართლებული იყო რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში მისი გამოყენებისთვის.

ჯილდოები

  • 1958 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • ლენინის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი (2 ორდენი)

ლიტერატურა

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986 გვ. 495

რესურსები ინტერნეტში