ნიკოლოზ სტარიკოვი (რუს. Николай Стариков; დ. 23 აგვისტო, 1970, ლენინგრადი, სსრკ) — რუსი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, მწერალი, ბლოგერი, პუბლიცისტი. უახლეს ისტორიაზე, გეოპოლიტიკაზე და ეკონომიკაზე მრავალი წიგნის ავტორი, რომლებიც, ექსპერტების აზრით, დატვირთულია „საკამათო დასკვნებით“[1] და „აბსურდული გააზრებებით“.[2] არის საზოგადოებრივი ორგანიზაციების, „რუსეთის მოქალაქეების პროფკავშირი“ და „პარტია დიდებული მამულის“ დამაფუძნებელი და იდეული ლიდერი. მოძრაობა „ანტიმაიდანის“ ერთ-ერთი ლიდერი. იზბორსკის კლუბის წევრი და სანქტ-პეტერბურგის პირველი არხის კომერციული დირექტორი.[3]
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო