ნიკოლოზ იზაშვილის ქუჩა — ქუჩა თბილისში, ისნის რაიონში (ავლაბარი); ქეთევან დედოფლის გამზირიდან ალექსანდრე წურწუმიას ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. თბილისის 1876 წლის გეგმაზე დატანილია როგორც ხაზოვანი II ქუჩა, თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში შეტანილია ყუბის ქუჩის სახელწოდებით. 1923 წელს — პეტრე კროპოტკინის, 1998 წელს კი ნიკოლოზ იზაშვილის სახელი ეწოდა. აქვს 1 ჩიხი.
ლიტერატურა