ნიკოლოზ ბერძენიშვილის ქუჩა — ქუჩა თბილისში, ვაკის რაიონში (ვაკე); ილია ჭავჭავაძის გამზირიდან ირაკლი აბაშიძის ქუჩამდე. წარმოიქმნა XX საუკუნის 30-იან წლებში. თბილისის 1934 წლის გეგმაზე დატანილია როგორც მეტალურგიის ქუჩა, XX საუკუნის 70-იანი წლებიდან ნიკოლოზ ბერძენიშვილის სახელი ჰქვია.
ლიტერატურა