ნიკოლოზ ვლადიმირის ძე აგეევი (რუს. Николай Владимирович Аге́ев; დ. 17 (30) ივნისი, 1903, თბილისი — გ. 10 სექტემბერი, 1983, მოსკოვი) — რუსი საბჭოთა ქიმიკოსი და მეტალურგი. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1968). სკკპ წევრი 1944 წლიდან.
ბიოგრაფია
1926 წელს დაამთავრა ლენინგრადის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, მუშაობდა იქვე, შემდეგ 1938-1951 წლებში სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ზოგადი და არაორგანული ქიმიის ინსტიტუტში, ხოლო 1951 წლიდან — სსრკ მეცნიერებათა აკადემიის მეტალურგიის ინსტიტუტში. ანიკოლოზ აგეევი ძირითადად ლითონთა შენადნობებს იკვლევდა. დაჯილდოებულია 2 ლენინის ორდენითა და მედლებით.
ლიტერატურა
რესურსები ინტერნეტში
- ↑ 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #1159274851 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.