ნიკოლო მაკიაველი

ნიკოლო მაკიაველი
ხელმოწერა
ნიკოლო მაკიაველი

ნიკოლო დი ბერნარდო მაკიაველი (იტალ. Niccolò di Bernardo dei Machiavelli; დ. 3 მაისი 1469, ფლორენცია — გ. 21 ივნისი 1527, ფლორენცია) — რენესანსის დროინდელი იტალიელი პოლიტიკური მოაზროვნე, ისტორიკოსი, სამხედრო თეორეტიკოსი, დიპლომატი, ფილოსოფოსი, მწერალი და ჰუმანისტი. გაღარიბებული დიდგვაროვანი ოჯახიდან. ითვლება პოლიტიკური რეალიზმის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ წარმომადგენლად. მაკიაველი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ფლორენციაში, იმ დროს, როდესაც იტალია დაქუცმაცებული იყო რამდენიმე მეტოქე ქალაქ-სახელმწიფოდ, რომლებსაც ახასიათებდათ არასტაბილურობა და რელიგიური კონფლიქტები. 1498 წელს ფლორენციის რესპუბლიკის „ათთა კოლეგის“ მდივანი. 1512 წელს, მედიჩების ტირანიის აღდგენის შემდეგ, მაკიაველი გადაიყვანეს თანამდებობიდან და გადაასახლეს საშ-კაშინოს მახლობლად მისსავე მამულში, სადაც ცხოვრობდა სიცოცხლის ბოლომდე. მაკიაველის უმნიშვნელოვანესი თხზულებებია: „მსჯელობა ტიტუს ლივიუსის პირველი დეკადის გამო“, „მთავარი“, „ფლორენციის ისტორია“. 1559 წელს კათოლიკურმა ეკლესიამ მაკიაველის თხზულებები „აკრძალული წიგნების სიაში“ შეიყვანა.

მსოფლმხედველობა

მაკიაველი იყო თავისი ქვეყნის დიდი პატრიოტი. იტალიის უბედურების მიზეზად მისი დაქუცმაცებულობა მიაჩნდა. აღორძინების ეპოქის პოლიტიკოსთა იდეათა ისტორიაში მაკიაველიმ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სახელმწიფო პრობლემისადმი საერთო (და არა თეოლოგიური) პოზიციებიდან მიდგომით. კარლ მარქსი მაკიაველს მიაკუთვნებდა იმ პოლიტიკურ მოაზროვნეთა რიცხვს, რომლებიც სახელმწიფოს იხილავდნენ ადამიანური თვალით და მისი ბუნებრივი კანონები გამოჰყავდათ არა თეოლოგიიდან, არამედ გონებიდან და გამოცდილებიდან.

მაკიაველის კონცეფციის თანახმად ძლიერ ადამიანს ძალა შესწევს წინ აღუდგეს ბედისწერას, გაუთვალისწინებელ შემთხვევებს დაუპირისპიროს თავისი ენერგია და გამჭრიახობა. თუ მმართველს შესწევს უნარი შეაფასოს მდგომარეობა და სიტუაციის შესაბამისად შეცვალოს პოლიტიკა, მაშინ წარმატება უზრუნველყოფილი იქნება. მაკიაველს საუკეთესო მმართველობის ფორმად რესპუბლიკა მიაჩნდა, მაგრამ იტალიის მდგომარეობიდან გამომდინარე, იტალიისთვის ერთხელისუფლებიანობას ანიჭებდა უპირატესობას. მხოლოდ ძლიერი მონარქის ხელში გახდებოდა შესაძლებელი უცხოელთა უღლისაგან თავისუფალი იტალიური ერთიანი სახელმწიფოს შექმნა. მაკიაველის აზრით სახელმწიფოს განმტკიცებისთვის დასაშვებია ყველა საშუალება–ძალადობა, მკვლელობა, სიცრუე, გამყიდველობა; შემდეგ შეიქმნა ტერმინი მაკიაველიზმი, რომელიც აღნიშნავს მორალის კანონების უარმყოფელ პოლიტიკას.

მხატვრული შემოქმედება

მაკიაველიმ, როგორც ისტორიკოსმა, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისტორიოგრაფიის განვითარებაში. მაკიაველი აგრეთვე იყო მწერალი, კომედიოგრაფი. წერდა უმეტესად არისტოფანეს ტერენციუსისა და პლავტუსის მიბაძვით („ანდრია“, „კლაცია“), მაგრამ „მანდრაგორათი“ (დაახ. 1512 წ.) მკვეთრად გაემიჯნა ლათინურ კომედიას და მიუახლოვდა ჩინკვეჩენტოს თხრობით ლიტერატურას. ეს ნაწარმოები მიჩნეულია აღორძინების ხანის საუკეთესო კომედიად. მასში წარმოსახულია მაშინდელი ფლორენციული საზოგადოების სატირული სახე. აღსანიშნავია ასევე მისი წიგნი „დიალოგი ენის თაობაზე“, რომელშიც იგი ენის წარმოშობის არსებით საკითხებს ეხება და ლექსები (საკარნავალო სიმღერები, სტანსები, სერენადები, სონეტები და სხვა). ტრაქტატში „სამხედრო ხელოვნების შესახებ“ (1521 წ.) მაკიაველი მკაცრად აკრიტიკებდა დაქირავებული ჯარის სისტემას და წამოაყენა მათი ხელმწიფის მორჩილებაში მყოფი მუდმივი ჯარით შეცვლის იდეა.

მთავარი

მისი წიგნი (იტალ. Il Principe), რომელიც მისი გარდაცვალებიდან 5 წლის შემდეგ, 1532 წელს გამოიცა, წარმოადგენს საკუთარი გამოცდილების და მის მიერ უძველესი ისტორიის შესწავლის ნაყოფს. მაკიაველი ამ ნაშრომში გვაძლევს რეალიზმის ერთ-ერთ დრომოუჭმელ ნორმას, რომლის მიხედვითაც პოლიტიკის წარმოება, რომელიც გულისხმობს ხალხისადმი პასუხისმგებლობას, არ შეიძლება ეფუძნებოდეს მორალს, როგორც ეს კერძო ურთიერთობს შეეფერება. მაკიაველის სჯეროდა, რომ გრძნობების გარეშე, მორალზე დაუფუძნებლად მოქმედება არის წარმატების საწინდარი. ეს გაკვეთილი მან მისი ბატონის, ჩეზარე ბორჯიას ქმედებების შესაწვლისას შეიძინა.

ნიკოლო მაკიაველის ბიუსტი

მაკიაველი თავის „მთავარში“ ქადაგებს, რომ პასუხისმგებელი ლიდერი არ უნდა სარგებლობდეს ქრისტიანული ეთიკის მიხედვით, იმდენად რამდენადაც ასეთ შემთხვევაში მან შეიძლება ყველაფერი დაკარგოს: საკუთრება, თავისუფლება და მისი მოქალაქეების სიცოცხლე. მორალით სარგებლბობა პოლიტიკაში უპასუხისმგებლობის ტოლფასია. მმართველს ამის უფლება არ აქვს, რადგან მას ხალხის ბედი აბარია. სხვა სიტყვებით რომ ითქვას, პოლიტიკური პასუხისმგებლობა სულ სხვა გზით მიემართება, ვიდრე კერძო მორალი. პოლიტიკაში ფუნდამენტური, უზენაესი ფასეულობა არის უსაფრთხოება და სახელმწიფოს თვითგადარჩენა. პოლიტიკაში ზნეობრივი ნორმები და მორალი ემორჩილება სახელმწიფო ინტერესებს. ეს არის ის, რამაც უნდა მართოს საგარეო პოლიტიკა. მმართველების მთავარი პასუხისმგებლობა კი ისაა, რომ ყოველთვის იყოს უპირატესობის ძიებაში, დაიცვას თავისი სახელმწიფოს ინტერესები და უზრუნველყოს მისი გადარჩენა.

მაკიაველი მსგავსად პლატონისა ფიქრობდა, რომ რომ ორი განსხვავებული პოლუსის-მდიდრებისა და ღარიბების არსებობა, საშიშროებას წარმოადგენდა სახელმწიფოს სტაბილურობისთვის. ის ფიქრობდა, რომ საშუალო კლასი იყო საფუძველი სახელმწიფოს ძლიერების. ღარიბი ფენა, რომელიც, რა თქმა უნდა იმ პერიოდის ქვეყნის დიდ ნაწილს შეადგენდა, სწორედ ისინი იყვნენ აჯანყებების მთავარი სულისჩამდგმელები. ნიკოლო ფიქრობდა, რომ აჯანყებულების მიმართ დამოკიდებულება მთავრის მხრიდან მტკიცე და ძალმომრეობითი უნდა ყოფილიყო. როდესაც მთავარი იბრძვის საკუთარი პოსტის, გავლენების შესანარჩუნებლად და შემდგომ მის განსავითარებლად, ამისთვის არსებობს ორგვარი ბრძოლის მეთოდი. პირველი ესაა ბრძოლა კანონების მეშვეობით, ხოლო მეორე კი ძალის მეშვეობით. ავტორი ამბობს რომ ადამიანში (ამ შემთხვევაში კი მთავარში) გაერთიანებული უნდა იყოს ტირანული სიმძლავრე, სიძლიერე, მრისხანება და ბრძოლის ჟინი. მთავარი უნდა იბრძოდეს, როგორც ლომი, უნდა იყოს შეუბრალებელი და მტკიცე, არ უნდა იყოს მერყევი თავის გადაწყვეტილებებში და ამავე დროს საჭირო დროს, საჭირო ადგილას დიპლომატიასაც უნდა მიმართოს, ანუ მასში უნდა გაიღვიძოს მელას ბუნებამ, რადგან მუდამ ლომი ვერ იმარჯვებს, ყოველთვის გამოჩნდება მოწინააღმდეგე, რომელიც შენზე ძლიერი იქნება პირდაპირი იერიშის დროს.

მაკიაველის ნაშრომის მთავარი განმასხვავებილი ნიშანი ისიც არის, რომ იგი მმართველს აყენებს ხალხის და ქვეყნის სამსახურში და არა საკუთარი თავის, ან რეჟიმის სამსახურში. ის, რომ მმართველები უნდა იყვნენ როგორც ლომები (ძალა, ძლიერება) ასევე მელიები (ცბიერება) არის მაკიაველის რეალიზმის დედააზრი. მათ ეს ორივე თვისება სჭირდებათ რადგან მათი ხალხის ბედი მათი სიმამაცისა და საზრიანობის ხელშია. ის ფაქტი, რომ ხალხის ბედი მჭიდროდაა დაკავშირებული მმართველის და შესაბამისად სახელმწიფოს ბედთან არის მაკიაველის, და საერთოდ, პოლიტიკური რეალიზმის ერთ-ერთი ფუნდამენტური მოსაზრება.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

Read other articles:

Vendémiaire pada tahun 2013. Vendémiaire adalah fregat kelas-Floréal milik Angkatan Laut Prancis. Kapal ini adalah kapal kelima dari kelasnya, dan namanya diambil dari Vendémiaire, bulan pertama dalam Kalender Republik Prancis. Kapal kelas Floréal dirancang untuk memenuhi kebutuhan kapal perang murah yang mampu beroperasi di kawasan risiko rendah dengan tugas patroli biasa.[1] Kapal ini dibuat di Saint-Nazaire, Prancis pada 1992 dan mulai bertugas pada 1993.[1][2]...

 

Danau BangweuluLetakProvinsi Luapula and Provinsi UtaraKoordinat11°05′S 29°45′E / 11.083°S 29.750°E / -11.083; 29.750Koordinat: 11°05′S 29°45′E / 11.083°S 29.750°E / -11.083; 29.750Aliran masuk utamaChambeshiAliran keluar utamaSungai LuapulaTerletak di negaraZambiaArea permukaan15,100 km2 (5,830 sq mi)Volume air5,000 juta meter kubik ([convert: unit tak dikenal])Ketinggian permukaan1.140 m (3.740 ft)...

 

Laut Labrador antara Greenland dan Labrador Laut Labrador (Prancis: mer du Labrador) (60°00'N, 55°00'W) adalah laut yang terletak antara Labrador dan Greenland. Laut ini memiliki kedalaman sekitar 3.3 km (2 mi).[1] Referensi ^ The Canadian Encyclopedia. Labrador Sea. Diarsipkan dari versi asli tanggal 2011-11-13. Diakses tanggal 2008-02-03.  Koordinat: 61°N 56°W / 61°N 56°W / 61; -56 (Labrador See) lbsLaut dan samudra di BumiSamudra...

Town in Louisiana, United StatesBenton, LouisianaTownTown of BentonLocation of Benton in Bossier Parish, Louisiana.Location of Louisiana in the United StatesCoordinates: 32°41′50″N 93°44′26″W / 32.69722°N 93.74056°W / 32.69722; -93.74056CountryUnited StatesStateLouisianaParishBossierGovernmentArea[1] • Total2.52 sq mi (6.53 km2) • Land2.52 sq mi (6.52 km2) • Water0.01 sq mi...

 

Artikel ini berisi konten yang ditulis dengan gaya sebuah iklan. Bantulah memperbaiki artikel ini dengan menghapus konten yang dianggap sebagai spam dan pranala luar yang tidak sesuai, dan tambahkan konten ensiklopedis yang ditulis dari sudut pandang netral dan sesuai dengan kebijakan Wikipedia. Logo Google Analytics Google Analytics adalah sebuah layanan gratis dari Google yang menampilkan statistik pengunjung sebuah situs web. Google Analytics biasa digunakan oleh para pemilik situs web mau...

 

A beach in Jurerê. Beach-side neighbourhood in Florianópolis, Santa Catarina, Brazil Jurerê is a beach-side neighbourhood on the northern shore of the island of Florianópolis in Santa Catarina, Brazil.[1] The Jurerê Internacional resort is located in Jurerê.[2] References ^ Jurerê. Prefeitura de Florianópolis. Retrieved 9 September 2014. ^ Jurerê Internacional. Habitasul Group. Archived from the original on 11 September 2014. Retrieved 9 September 2014. vteBeaches of ...

Tembok Besar TiongkokSitus Warisan Dunia UNESCOKriteriaBudaya: i, ii, iii, iv, viNomor identifikasi438Pengukuhan1987 (ke-11)Perluasan2004Tembok Besar Tiongkok atau Tembok Raksasa Tiongkok (Hanzi tradisional: 長城; Hanzi sederhana: 长城; Pinyin: Chángchéng) juga dikenal di Tiongkok dengan nama Tembok Sepanjang 10.000 Li¹ (萬里長城; 万里长城; Wànlĭ Chángchéng) adalah bangunan terpanjang yang pernah diciptakan manusia yang berada di Tiongkok.[1][2][3&#...

 

Wanda Plaza di Beiyuan, distrik Tongzhou. Subdistrik Beiyuan (Hanzi: 北苑街道; Pinyin: beíyuàn jiēdaò) merupakan subdistrik yang ada di distrik Tongzhou, Beijing, Tiongkok.[1] Luas areanya 8,7 km² dan menjadi rumah bagi lebih dari 7 juta penduduk pemegang izin hukou lokal. Populasi mengambang diperkirakan sekitar 6 juta jiwa. Sekretaris Beiyuan saat ini adalah Kong Weimin (孔维民). Referensi ^ Templat:PRC admin/ref sgc Artikel bertopik geografi ini adalah sebu...

 

  مالي (بالفرنسية: Mali)‏  ماليعلم مالي ماليشعار مالي   الشعار الوطني(بالفرنسية: Un peuple, un but, une foi)‏  النشيد:  لأجل إفريقيا ولأجلك مالي  الأرض والسكان إحداثيات 17°N 4°W / 17°N 4°W / 17; -4   [1] أخفض نقطة نهر السنغال (23 متر)  المساحة 1240192 كيلومتر مربع  ع...

SMP Negeri 21 SemarangInformasiDidirikan1977AkreditasiAKepala SekolahJoko Winarno, M.PdRentang kelasVII, VIII, IXKurikulumKurikulum 2013 dan Kurikulum MerdekaAlamatLokasiJl. Karangrejo No.12 Semarang, Semarang, Jawa Tengah, IndonesiaTel./Faks.024-7471554Situs webhttps://smpn21.semarangkota.go.id/MotoMotoMAJU (Mandiri Aspiratif Jujur Unggul) SMP Negeri 21 Semarang adalah salah satu sekolah menengah pertama negeri yang terletak di Jl Karang Rejo Raya No. 12 Semarang, Jawa Tengah, Indo...

 

Ираклеониты — ученики гностика Ираклеона (II век). Упоминаются как особая секта Епифанием и Августином; при крещении и миропомазании они соблюдали обряд помазания елеем и при этом произносили воззвания на арамейском языке, которые должны были освободить душу от власт�...

 

Client–server protocol based on HTTP to create, update, and delete posts MicropubAbbreviationMPStatusW3C RecommendationFirst publishedMay 23, 2017OrganizationWorld Wide Web ConsortiumEditorsAaron PareckiBase standardsHTTP, URIRelated standardsmicroformats, ActivityPub, h-entryDomainSocial Web, Communications protocolWebsitewww.w3.org/TR/micropub/ Micropub (MP) [1] is a W3C Recommendation[2] that describes a client–server protocol based on HTTP to create, update, and delete...

 烏克蘭總理Прем'єр-міністр України烏克蘭國徽現任杰尼斯·什米加尔自2020年3月4日任命者烏克蘭總統任期總統任命首任維托爾德·福金设立1991年11月后继职位無网站www.kmu.gov.ua/control/en/(英文) 乌克兰 乌克兰政府与政治系列条目 宪法 政府 总统 弗拉基米尔·泽连斯基 總統辦公室 国家安全与国防事务委员会 总统代表(英语:Representatives of the President of Ukraine) 总...

 

Type of crystal structure Rotating model of the diamond cubic crystal structure 3D ball-and-stick model of a diamond lattice Pole figure in stereographic projection of the diamond lattice showing the 3-fold symmetry along the [111] direction In crystallography, the diamond cubic crystal structure is a repeating pattern of 8 atoms that certain materials may adopt as they solidify. While the first known example was diamond, other elements in group 14 also adopt this structure, including α-tin,...

 

Township in Ohio, United StatesMadison Township, Richland County, OhioTownshipMadison Township water tower near U.S. Route 30Location of Madison Township (red) in Richland County, next to the city of Mansfield (yellow).Coordinates: 40°46′44″N 82°29′31″W / 40.77889°N 82.49194°W / 40.77889; -82.49194CountryUnited StatesStateOhioCountyRichlandArea • Total15.7 sq mi (40.6 km2) • Land15.7 sq mi (40.6 km2)...

Overview of the use and culture of cannabis in New Mexico, U.S. Part of a series onCannabis ArtsCulture 420 (chan) Books Magu (deity) Names Religion Judaism Latter-day Saints Sikhism Smoke-in Spiritual use Sports Stoner film Stoner rock Terms Chemistry Phytocannabinoids Quasi-psychedelic delta-8-THC delta-10-THC THC THCH THCP Other CBD CBDH CBDP Semi-synthetic cannabinoids THC-O-acetate Synthetic cannabinoids AM AM-2201 CP CP-55940 Dimethylheptylpyran HU HU-210 HU-331 JWH JWH-018 JWH-073 JWH-...

 

1994 Spanish filmAll Men Are the SameTheatrical reelase posterSpanishTodos los hombres sois iguales Directed byManuel Gómez PereiraStarring Imanol Arias Antonio Resines Juanjo Puigcorbé Cristina Marcos María Barranco Pastora Vega Kiti Manver Release date 25 February 1994 (1994-02-25) Running time1h 42minCountrySpainLanguageSpanish All Men Are the Same (Spanish: Todos los hombres sois iguales) is a 1994 Spanish comedy film directed by Manuel Gómez Pereira.[1] Cast Im...

 

This article needs additional citations for verification. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: Anella Olímpica – news · newspapers · books · scholar · JSTOR (March 2013) (Learn how and when to remove this message) Aerial view of the Olympic Park. Anella Olímpica is an Olympic Park located on the hill of Montjuïc, Barcelona, that was the main site for ...

Book by R. A. Salvatore The Thousand Orcs The cover of The Thousand OrcsAuthorR. A. SalvatoreLanguageEnglishGenreFantasyPublished2002Publication placeUnited StatesMedia typePrint (Paperback)Followed byThe Lone Drow  The Thousand Orcs is a fantasy novel by American writer R. A. Salvatore, the first book in his series The Hunter's Blades Trilogy. In it, Drizzt Do'Urden is separated from his friends while orcs, giants, and a few drow are determined to destroy everything in their p...

 

يسيه يورونين (بالفنلندية: Jesse Joronen)‏  معلومات شخصية الاسم الكامل يسه بيكا يورونين الميلاد 21 مارس 1993 (العمر 31 سنة)راوتيارفي، فنلندا الطول 1.97 م (6 قدم 5 1⁄2 بوصة) مركز اللعب حارس مرمى الجنسية فنلندا  معلومات النادي النادي الحالي فينيزيا الرقم 66 مسيرة الشباب سنو...