ნიკოლოზ (ნიკო) გომელაური (დ. 12 ივლისი, 1970, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ — გ. 13 აპრილი, 2010, თბილისი, საქართველო) — ქართველი მსახიობი და პოეტი.
1992 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი. მუშაობდა გრიბოედოვის თეატრსა და თავისუფალ თეატრში. კოტე მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი (2003). 2009 წელს მას აღმოუჩინეს ფილტვის კიბო[1]. გარდაიცვალა 2010 წლის 13 აპრილს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ.
2011 წელს რეჟისორმა გიორგი ბერიძემ გადაიღო მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი „ნიკო... აპლოდისმენტები“, რომელიც ნიკო გომელაურის შემოქმედებას ეძღვნება.
ფილმოგრაფია
ნათამაშები როლები
გრიბოედოევის თეატრი
- „მე, ბულატ ოკუჯავა“
- „ხანუმა“
- „ცხოვრება მშვენიერია“
- „იცხოვრე და გახსოვდეს“
- „ოსტატი და მარგარიტა“
- „ორი წყვილი, ანუ ვინ არის ჩარლი“
- „რუსული ბლუზი“
- „სიზმრები საქართველოზე“
- „მისტიფიკატორი“
თავისუფალი თეატრი
- „კომენდიანტები“
- „ძმები“
- „იდიოკრატია“
- „კავკასიური ცარცის წრე“
- „ჰამლეტი“
- „ჯინსების თაობა“
- „ტელემისტერია“
- „ბავშვის თვალებით“
- „ღმერთო, დაგვიფარე ჩვენ და ადამიანები“
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 2003: კ. მარჯანიშვილის სახელობის პრემია
- 2004: ბრესტის საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი
- 2006: შავი ზღვის ქვეყნების საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი (ტრაპიზონი)
ლიტერატურა
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
- ↑ ნიკო გომელაურმა ეს განცხადება P.S.-ში განაცხადა (20-თებ-2010)