ნიკა ნინუა (დ. 22 ივნისი, 1999, თბილისი) — ქართველი ფეხბურთელი. ბერძნული „პაოკისა“ და საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების ნახევარმცველი.
საკლუბო კარიერა
თბილისის „დინამოს“ ახალგაზრდა ფეხბურთელი ძირითად გუნდში 2016–17 წლების სეზონში დაწინაურდა.
პაოკი
2020 წლის 14 აგვისტოს, „პაოკმა“ დააანონსა ნინუას გაფორმების შესახებ, ნინუამ ხელი მოაწერა კონტრაქტს 2024 წლის ზაფხულამდე.[1] ქართულ წყაროებზე დაყრდნობით თბილისის „დინამომ“ ტრანსფერის სანაცვლოდ €850 000 მიიღო.[2]
სანაკრებო კარიერა
ნინუას ნათამაშები აქვს საქართველოს 17 და 19 წლამდე ახალგაზრდულ ნაკრებებში. 2018 წლიდან თამაშობს საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებში.[3]
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო