ნიდერლანდების მდინარეების სია — სახელმწიფო, ნიდერლანდები მდებარეობს შუა ევროპის ვაკის დასავლეთ ნაწილში. რელიეფი უმთავრესად დაბლობი ვაკეა. ტერიტორიის დაახლოებით 40% ზღვის დონეზე დაბლაა, მხოლოდ 2% ვრცელდება 50 მ-ზე მაღლა. მდინარეები რაინი, მაასი, შელდა ქმნიან ვრცელ საერთო დელტას, მრავალი ფშანითა და ტოტით. ნიდერლანდების უგრძესი მდინარე რაინი — (1320 კმ) გერმანიის ტერიტორიიდან იჭრება.