როგორც ჩანს, ეკლესია მანამდეც ყოფილა. 1840 წლამდე ნიგვზარაში დღევანდელი ეკლესიიდან დაახლოებით 30-40 მეტრში მთის შემაღლებულ ადგილზე მდებარეობდა ხის ეკლესია, რასაც ამავე წლის აღწერა ადასტურებს. შემდეგი აღწერის მიხედვით, რომელიც 1860 წელს მოხდა, აქ უკვე ქვის ეკლესიაა მოხსენიებული.
ლიტერატურა
ხარშილაძე ვ., ხარშილაძეები, წინაპრები და თანამედროვეები, ქუთაისი, 2006