ნატოს სამიტი (ინგლ.NATO summit) — ნატოს წევრი ქვეყნების სახელმწიფოს მეთაურებისა და მთავრობათა მეთაურების შეხვედრის ფორმატი, რომელზეც აფასებენ და განიხილავენ ალიანსის საქმიანობის სტრატეგიულ მიმართულებებს.[1]
ნატოს სამიტი არ არის რეგულარული შეხვედრა, თუმცა არის მნიშვნელოვანი ეტაპი უმაღლეს დონეზე ალიანსის გადაწყვეტილების პროცესში. სამიტები ხშირად გამოიყენება ახალი პოლიტიკის დანერგვის, ალიანსში ახალი წევრების მოწვევის, ახალი ინიციატივების დასაწყებად და ნატოს არაწევრ ქვეყნებთან პარტნიორობის დასამყარებლად.[2]
სამიტების სია
სიაში წარმოდგენილია ნატოს დაარსების დღიდან დღემდე გამართული სამიტები. მხოლოდ ტრადიციულმა სამიტებმა მიიღო ოფიციალური ნომერი, მათ შორის გამონაკლისია 2001 წლის განსაკუთრებული სამიტი ნატოს შტაბ-ბინაში.[3]