ნარიან-მარი (ნენ. Няръяна мар — წითელი ქალაქი) — ქალაქი 1935 წლიდან; ნენთა ავტონომიური ოკრუგის ადმინისტრაციული ცენტრი; რუსეთი.
მდებარეობს პოლარული წრის იქით.
მოსახლეობა — 19,3 ათ. ად. (2008).
ქალაქი მდინარე პეჩორას ქვემოთში მდებარეობს, ბარენცის ზღვიდან 100 კილომეტრში.
მოსკოვიდან ნარიან-მარამდე მანძილი 1500 კმ-ია, არხანგელსკიდან ნარიან-მარამდე 660 კმ.
უახლოესი სარკინიგზო სადგური — უსინსკი, მდებარეობს 376 კმ. ზამთრის გზაზე.
ეკონომიკა
- საზღვაო პორტი და სამდინარო მისადგომი
- საკვები მრეწველობის საწარმოები
- სატყეო ქარხანა
- საბურღი კომპანია „ევრაზია“
- ნავთობკომპანია შპს „ნარიანმარნეფტოგაზი“
- სეისმოსადაზვერვო ექსპედიცია
- „КПЗ“ მაღაზიათა ქსელი
- „Хороший“ მაღაზიათა ქსელი
- აეროპორტი ნარიან-მარი
გაზსადენი ვასილკოვოს საბადოდან, საბოლოო პუნქტი ნარიან-მარი.
ღირსშესანიშნაობანი
- მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
- საოლქო ფოსტამტის შენობა
- პუსტოზიორსკის 500 წლისადმი მიძღვნილი ძეგლი
- პუსტოზიორსკი
კლიმატი
ჰავა სუბტროპიკულია, ზომიერად კონტინენტური. ქალაქი მუდმივი გამყინვარების ზონაში მდებარეობს, დეკემბერ-იანვარში პოლარული ღამეებია. ზამთარი პოლარული განედების კვალობაზე საკმაოდ რბილია ბარენცის ზღვის გამო, მაგრამ, გაზაფხული და შემოდგომა ხანგრძლივია და ცივი, ხოლო ზაფხული გრილია. დღე-ღამური ტემპერატურა ნულს მხოლოდ მაისში სცილდება და ოქტომბრის პირველ რიცხვებამდე ასე რჩება.
დაძმობილებული ქალაქები
რესურსები ინტერნეტში