ნარბონის წისქვილი (ფრანგ. Minoterie Narbonne) — მარცვალსაფქვავი წისქვილი ალჟირში. მდებარეობს ალჟირის პროვინციის ჰუსეინ-დეის მუნიციპალიტეტში, ტრიპოლის ქუჩაზე. საწარმო 1864 წელს ლუი გონზაგ ნარბონმა დააარსა.
ისტორია
წისქვილის პირველი ნაგებობა ლუი გონზაგ ნარბონმა (1828-1893) 1862 წელს ააშენა[1]. საწარმო აღჭურვილი იყო რვა აგრეგატით და დღეში 350-400 ცენტნერი ხორბლის გადამუშავება შეეძლო[2].
1941 წლის ივნისში სამანქანო დარბაზში ხანძარი გაჩნდა, რომელმაც საერთო ჯამში 300 000 ფრანკის ღირებულების ტექნიკა დააზიანა და გაანადგურა[3].
1945 წლამდე წისქვილის მშენებლობა რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა. ალჟირის ომის შემდეგ წისქვილის ნაციონალიზაცია განხორციელდა. მალევე ის სოფლის მეურნეობის რამდენიმე დარგის საწარმოდ გადაკეთდა. 2021 წელს შენობა ჰუსეინ-დეის სახალხო მუნიციპალურ ასამბლეას გადაეცა[4].
2010 წლის ივნისში განსახლების და ქალაქმშენებლობის სამინისტროს ექსპერტთა ჯგუფმა განაცხადა, რომ შენობის დემონტაჟი უნდა განხორციელებულიყო[4]. გადაწყვეტილების აღსრულება 2013 წელს ალჟირის ტრამვაის სისტემის შექმნის გამო გადაიდო[4].
2021 წელს შენობის ნგრევა განახლდა. ორგანიზაცია „Inventaire citoyen du patrimoine“-მ შენობის შესანარჩუნებლად კამპანია წამოიწყო[4].
სქოლიო