ნავი-მუმბაი (მარათ. नवी मुंबई, ჰინ. हिन्दी, ინგლ. Navi Mumbai, New Bombay) — ქალაქი ინდოეთში, მაჰარაშტრის შტატში. ქალაქი დაარსდა 1972 წელს, როგორც მუმბაის ქალაქი-თანამგზავრი. ყველაზე დიდი „ხელოვნური“ ქალაქი მსოფლიოში[1][2][3].
ისტორია
ქალაქის მშენებლობა დაკავშირებულია მუმბაის განტვირთვასთან. ნავი-მუმბაის მშენებლობის დაგეგმარება დაიწყო 1971 წელს ჩარლზ კორეასა და რ. ჯჰას ხელმძღვანელობით. მშენებლობისათვის გამოყვეს 150 კილომეტრიანი კონკანის სანაპირო. სახელმწიფომ გამოისყიდა აღნიშნული ტერიტორია კერძო მფლობელებისაგან. 1972 წელს დაიწყო მშენებლობა. 1973 წელს გაიხსნა ვაშის ხიდი, რომელიც აკავშირებს მუმბაისა და ნავი-მუმბაის. 1991 წლიდან 2001 წ,ლამდე მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდა 318 ათასიდან 704 ათას ადამიანამდე.
გეოგრაფია
ქალაქი მდებარეობს არაბეთის ზღვის სანაპიროზე. ქალაქის ტერიტორიაზე 23 ტბა მდებარეობს. კლიმატი ტროპიკული და მუსონურია. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა — 22 °C - 36 °C.
მოსახლეობა
2011 წლის ინდოეთის მოსახლეობის აღწერის მიხედვით ნავი-მუმბაის მოსახლეობა შეადგენს 1 119 477 ადამიანს.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო