ნადეჟდა სავჩენკო (უკრ. Надія Вікторівна Савченко; დ. 11 მაისი, 1981, კიევი, უკრაინის სსრ, სსრკ) — უკრაინელი პოლიტიკოსი, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო კაპიტნის წოდებით. უკრაინის შეარაღებული ძალების არმიული ავიაციის მესამე პოლკის ვერტმფრენი მი-24-ის შტურმან-ოპერატორი.[1] უკრაინის უმაღლესი რადის მერვე მოწვევის დეპუტატი პარტია „ბატკივშინადან“ 2014 წლის ნეომრბიდან.[2] ევროპის საპარლამენტო ასამბლეის უკრაინის დელეგაციის წევრი 2014 წლის 25 დეკემბრიდან.[3] უკრაინის გმირი (2015).[4]
ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც რუსულმა მხარემ ის ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში დაადანაშუალა და დონეცკის საქალაქო სასამართლომ მას 22-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 2016 წლის 25 მაისს ვლადიმერ პუტინმა სავჩენკო შეიწყალა.[5] ამავე დროს უკრაინულმა მხარემ გაათავისუფლა ორი რუსი სამხედრო — ალექსანდროვი და ეროფეევი.[6][7][8]
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო