მჭიშთა, შავწყალა — კარსტული მდინარე საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გუდაუთის მუნიციპალიტეტში. სიგრძე 16 კმ, აუზის ფართობი 169 კმ². სათავე აქვს ბზიფის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 200 მ-ზე. ერთვის შავ ზღვას სოფელ მუგუძირხვასთან. საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლებით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა — ზაფხულსა და ზამთარში, წყალმოვარდნები — შემოდგომაზე. საშუალო წლიური ხარჯი 7,71 მ³/წმ. იყენებენ შავწყლის საკალმახე მეურნეობის ტბორებისთვის.
ეტიმოლოგია
შუა საუკუნეებში მას „მუწის წყალი“ ანუ მიწის წყალი ეწოდებოდა, რადგან დიდ მანძილზე მიწის ქვეშ მოედინება. მისი აფხაზური სახელწოდება – მჭიშთა და რუსული – ჩორნაია-რეჩკა (რუს. Чёрная речка) – შავწყალას ირიბ თარგმანს წარმოადგენს.[1]
ლიტერატურა
სქოლიო