მწვანე მთა — მთა საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ჯავახეთის ქედის დასავლეთ კალთაზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2306 მ. აგებულია ზედა პლიოცენურ-შუამეოთხეული დროის დიაბაზული, ბაზალტური და ანდეზიტური ლავებით. აქვს კონუსის ფორმა. შემოსილია სუბალპური ბალახეულობით.
ლიტერატურა