მცირე ქარავან-სარაი
აზერ. Kiçik karvansaray |
---|
|
მდებარეობა |
ბაქო, აზერბაიჯანი |
---|
ტიპი |
ქარავან-სარაი |
---|
სტილი |
შირვან-აბშერონის არქიტექტურის სკოლა |
---|
თარიღდება |
XV საუკუნის დასასრული - XVI საუკუნის დასაწყისი |
---|
მდგომარეობა |
ისტორიული ძეგლი |
მცირე ქარავან-სარაი ანუ ხანის ქარავან-სარაი — ქარავან-სარაი, რომელიც განლაგებულია ბაქოს ისტორიულ ნაწილში, იჩერი-შეჰერში, ჰაგიტატ-რზაევას ქუჩაზე. 2001 წლის 2 აგვისტოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილების საფუძველზე ორსართულიანი ქარავან-სარაი დარეგისტრირდა როგორც ეროვნული მნიშვნელობის არქიტექტურული ძეგლი.[1]
ხანის ქარავან-სარაი აშენდა XV—XVI საუკუნეებში. თავისი დაგეგმარებით ქარავან-სარაი წარმოადგენს ოთხკუთხედს. შიგნით მას გააჩნია მართკუთხა ფორმის ეზო მოჭრილი კუთხეებით. ასევე მისი ეზო შემოფარგლულია აივნით, რომლის უკანაც განლაგებულია ოთახები.
ხანის ქარავან-სარაის ჩრდილოეთით და სამხრეთით განლაგებულია ორი გამჭოლი შესასვლელი, რომელიც აერთიანებს სანაპიროს და სავაჭრო ქუჩას. შესასვლელები გაფორმებულია პორტალის ფორმის კომპოზიციებით. შუა საუკუნეებში შესასვლელი იყო ზღვის მხრიდან. სამხრეთიდან ქარავან-სარაის გააჩნია თავდაცვითი ნაგებობები. ისტორიკოსების აზრით, ქარავან-სარაიში ფუნქციონირებდა მედრესე, რომელიც შეიოდა ჯამალეს კომპლექსში და კელიები განკუთვნილი იყო სტუდენტებისათვის, რომელნიც სწავლობდნენ მედრესეში.[2]
სქოლიო