გადაწერილია 1031 წელს ცნობილი კალიგრაფის, ბასილის მიერ. მომგებელია ზაქარია ბანელი. საწერ მასალად გამოყენებულია ეტრატი. ხელნაწერი შეიცავს 204 ფურცელს, რომელთა ზომებია 19X15,5 სანტიმეტრი.
ლიტერატურა
ქართული ხელნაწერი წიგნი, V-XIX საუკუნეები, თბილისი, 2012, გვ. 52