მუჰამად ალ-ბაშირი

მუჰამად ალ-ბაშირი
არაბ. محمد البشير
დაბადების თარიღი 1983[1]
დაბადების ადგილი Zawiya Mountain[1]
მოქალაქეობა  სირია
განათლება University of Aleppo[1] და Idlib University[1]
სამეცნიერო ხარისხი მაგისტრი[2]

მუჰამად ალ-ბაშირი (არაბ. محمد البشير; დ. 1983) — სირიელი პოლიტიკოსი და ინჟინერი, რომელიც ამჟამად სირიის 70-ე პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებს. 2024 წლის 10 დეკემბრიდან იგი ხელმძღვანელობს სირიის გარდამავალ მთავრობას, რომელიც ჩამოყალიბდა ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დაცემის შემდეგ.

ალ-ბაშირი აგრეთე მსახურობდა სირიის ხსნის მთავრობის (Syrian Salvation Government) მე-5 პრემიერ-მინისტრად. ეს იყო სამოქალაქო ადმინისტრაცია, რომელიც ჩამოაყალიბა სუნიტურმა ისლამისტურმა ორგანიზაციამ ჰაიათ თაჰრირ ალ-შამმა (HTS). თანამდებობას იკავებდა 2024 წლის 2024 წლის 13 იანვრიდან 10 დეკემბრამდე, სანამ არ აირჩიეს გარდამავალი მთავრობის პრემიერ-მინისტრად.

ადრეული ცხოვრება და განათლება

მuჰამად ალ-ბაშირი დაიბადა 1983 წელს სოფელ მაშოუნში, რომელიც მდებარეობს იდლიბის მუჰაფაზის ჯაბალ-ზავიას რეგიონში.[3] 2007 წელს დაასრულა ალეპოს უნივერსიტეტი ელექტრული ინჟინერიის სპეციალობით. 2011 წლისთვის ალ-ბაშირი გახდა სირიული გაზის კომპანიის გაზის საამქროს სიზუსტის ხელსაწყოების დეპარტამენტის უფროსი. სირიის სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ, გახდა ალ-აამალის საგანმანათლებლო ინსტიტუტის დირექტორი, რომელიც განათლებას აძლევდა ომით დაზარალებულ ბავშვებს.[4] 2021 წელს მან მიიღო შარიათისა და სამართლის ხარისხი იდლიბის უნივერსიტეტში, ასევე გაიარა სერტიფიცირება ადმინისტრაციული ორგანიზაციისა და პროექტების მართვაში.[5][6]

პოლიტიკური კარიერა

პოლიტიკური კარიერის განმავლობაში მუჰამად ალ-ბაშირი მოღვაწეობდა სხვადსხვა მნიშვნელოვან თანამდებობებზე მინისტრის პოზიციამდე. იგი ორნახევარი წლის განმავლობაში მუშაობდა როგორც ისლამური განათლების დირექტორად ხსნის მთავრობის მინისტ ავქაფთან. შემდეგ იგი მუშაობდა განვითარებისა და ჰუმანიტარული საქმეების სამინისტროში — ჯერ დირექტორის მოადგილედ, ხოლო შემდეგ გახდა ასოციაციათა საქმეების დირექტორი.[6] 2022-2023 წლებში ალ-ბაშირი იყო განვითარებისა და ჰუმანიტარული საქმეების მინისტრი ალი კედას მთავრობაში.[7][6]

სირიის ხსნის მთავრობის პრემიერ-მინისტრი

2024 წლის 13 იანვარს ხსნის მთავრობის შურა საბჭომ მხარი დაუჭირა ალ-ბაშირის პრემიერ-მინისტრად არჩევას.[5][8] მისი არჩევნების პლატფორმა ფოკუსირებული იყო ელ-მთავრობაზე და მთავრობის ავტომატიზაციაზე.[7] მის მმართველობაში შეამცირეს უძრავი ქონების გადასახადები, შეამსუბუქეს საგეგმარებო რეგულაციები[9] და დაიწყეს კონსულტაციები ქალაქ იდლიბის ზონირების გეგმის გაფართოებაზე.[10] 2024 წლის 5 მარტს, იდლიბში ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის წინააღმდეგ გამართული დემონსტრაციებისა და რამადანის დაწყებისას, ალ-ბაშირმა გამოსცა დეკრეტი, რომლის თანახმადაც შეიწყალა პატიმრები, რომლებიც მძიმე დანაშაულებში არ იყვნენ დადანაშაულებულები.[11]

2024 წლის ბოლოს, ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის მიერ ხელმძღვანელ სამხედრო ოპერაციათა მეთაურობამ, რომელსაც მხარს უჭერდნენ თურქეთის მიერ მხარდაჭერილი სირიის ეროვნული არმიის მებრძოლები, დაიწყო ჩრდილო-დასავლეთ სირიაზე შეტევა, რის შედეგადაც დაიკავეს ალეპო და მნიშვნელოვნად გაზარდეს ხსნის მთავრობის კონტროლირებადი ტერიტორიების მასშტაბი. პრესკონფერენციაზე ალ-ბაშირმა განაცხადა, რომ შეტევა დაიწყო სირიის მთავრობის მხედრების სამოქალაქო პირებზე თავდასხმის საპასუხოდ,[12] რის გამოც მისი მტკიცებით, იძულებით გადაადგილდა „ათობით ათასი“ მოქალაქე.[13] 2024 წლის 4 დეკემბერს, ალ-ბაშირი ჩავიდა ალეპოში, რათა ზედამხედველობა გაეწია მთავრობის ოფისების ხელახლა გახსნისათვის და გადაუხადა მადლობა წინა მთავრობის იმ თანამშრომლებს, რომლებიც სამუშაოზე დაბრუნდნენ.[14]

სირიის პრემიერ-მინისტრი

2024 წლის 9 დეკემბერს, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დაცემის შემდეგ, ალ-ბაშირს ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის ლიდერ აბუ მუჰამედ ალ-ჯულანთან და სირიის პრემიერ-მინისტრ მოჰამად ღაზი ალ-ჯალალთან შეხვედრის შემდეგ დაევალა გარდამავალი მთავრობის ჩამოყალიბება ხელისუფლების გადაცემის კოორდინაციის მიზნით.[15][16][17] მომდევნო დღეს, იგი ოფიციალურად დანიშნეს გარდამავალი მთავრობის პრემიერ-მინისტრად 2025 წლის 1 მარტამდე.[18][19][20] ტელევიზიით გაკეთებულ განცხადებაში ალ-ბაშირმა აღნიშნა, რომ ხსნის მთავრობის ოფიციალურმა პირებმა შეხვედრა გამართეს წინა მთავრობის წარმომადგენლებთან ხელისუფლების გადაცემის გასაადვილებლად და რომ მისი კაბინეტი ხსნის მთავრობიდან დაიკავებს შესაბამის როლებს გარდამავალ მთავრობაში.[21][22]

სქოლიო

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 https://www.thenationalnews.com/news/mena/2024/12/09/who-is-mohammed-al-bashir-the-man-who-will-oversee-syrias-government-transition/
  2. https://www.agi.it/estero/news/2024-12-09/muhammad-al-bashir-nuovo-premier-ingegnere-transizione-29086303/
  3. سورية: حكومة الإنقاذ في إدلب تنتخب رئيساً جديداً لها ar (13 January 2024).
  4. محمد البشير: ماذا نعرف عن المرشح لرئاسة الحكومة السورية الجديدة؟ ar (2024-12-10). ციტირების თარიღი: 2024-12-10
  5. 5.0 5.1 إدلب.. محمد البشير رئيس جديد لحكومة "الإنقاذ" ar (2024-01-13). ციტირების თარიღი: 2024-12-02
  6. 6.0 6.1 6.2 رئيس مجلس الوزراء في حكومة الإنقاذ السورية - حكومة الإنقاذ السورية ar (2023-03-27). ციტირების თარიღი: 2024-12-09
  7. 7.0 7.1 Engineer Muhammad al-Bashir Elected as SSG Prime Minister en-US (2024-01-13). ციტირების თარიღი: 2024-12-02
  8. Al-Jolani: The one-man rule en-US (2024-04-22). ციტირების თარიღი: 2024-12-02
  9. SSG Reduces and Cancels Some Real Estate Fees en-US. ციტირების თარიღი: 2024-12-02
  10. Salvation Government Studies Expanding Idlib City Zoning Plan en-US. ციტირების თარიღი: 2024-12-02
  11. إدلب.. "الإنقاذ" تصدر عفوًا عن مرتكبي الجرائم وفق شروط واستثناءات ar (2024-03-05). ციტირების თარიღი: 2024-12-09
  12. „Syrian insurgents cut off key road as 200 die in escalating violence“. The Guardian. 28 November 2024. ციტირების თარიღი: 2 December 2024.
  13. Armed factions of the Syrian opposition announce entry into several neighborhoods in Aleppo (2024-11-29). ციტირების თარიღი: 2024-12-02
  14. Up to Double: Commodity Prices Rise in Aleppo en-US (2024-12-05). ციტირების თარიღი: 2024-12-09
  15. المعارضة السورية تكلف محمد البشير بتشكيل حكومة انتقالية ar (2024-12-09). ციტირების თარიღი: 2024-12-09
  16. „Syria Rebel Group Political Chief to Form Temporary Government“. Bloomberg.com (ინგლისური). 2024-12-09. ციტირების თარიღი: 2024-12-09.
  17. Picheta, Rob; Regan, Helen. After decades of brutal rule, Bashar al-Assad's regime has been toppled. Here's what we know en (2024-12-09). ციტირების თარიღი: 2024-12-10
  18. „أميركا تحث على دعم عملية سياسية "جامعة" في سوريا“ [US urges support for ‘inclusive’ political process in Syria]. Independent Arabia (არაბული). 2024-12-10. ციტირების თარიღი: 2024-12-10.
  19. „Syrian rebels name Mohammed al-Bashir head of transitional government“. Le Monde (ინგლისური). 2024-12-10. ციტირების თარიღი: 2024-12-10.
  20. Der Islamist im Anzug: Wer ist der syrische Übergangspremier Mohammed al-Bashir? de (2024-12-10). ციტირების თარიღი: 2024-12-10
  21. Assigning Mohammed al-Bashir to Head Transitional Syrian Government en-US (2024-12-10). ციტირების თარიღი: 2024-12-10
  22. Mohammed al-Bashir to head Syria's transitional government en-US (2024-12-10). ციტირების თარიღი: 2024-12-10