მრგვალი ბაღი — მომცრო, გეგმით წრიული სკვერი თბილისში, ვაკის რაიონში. მდებარეობს ვასილ ბარნოვის, ირაკლი აბაშიძის, რაფიელ ერისთავის, მცხეთის და იოველ ქუთათელაძის ქუჩების გადაკვეთაზე.
ბაღი XX საუკუნის დასაწყისში წარმოიქმნა ვაკის უბნის განვითარებასთან ერთად. მიმდებარე ქუჩების ვაკის პარკამდე გაგრძელების შემდეგ მან ამჟამინდელი ფორმა მიიღო და „მრგვალი ბაღი“ ეწოდა. მას შემდეგ რამდენჯერმე განახლდა (მათ შორის, 2019 წელს). სკვერში დგას მწერალ რაფიელ ერისთავის ბიუსტი (მოქანდაკე ელგუჯა ამაშუკელი, 1974) და დეკორატიული კომპოზიცია შადრევნით ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის „პატარა უფლისწულის“ თემაზე (მოქანდაკე ირაკლი ჟვანია, 1999).
ლიტერატურა