„მოჭიდავე“ (ინგლ.The Wrestler) — 2008 წლის ამერიკული სპორტული დრამატული ფილმი, რომლის რეჟისორია დარენ არონოფსკი და სცენარის ავტორი რობერტ სიგელი. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ: მიკი რურკი, მარიზა ტომეი და ევან რეიჩელ ვუდი. წარმოება დაიწყო 2008 წლის იანვარში და Fox Searchlight Pictures– მა მოიპოვა ფილმის დისტრიბუციის უფლება აშშ-ის მასშტაბით;[1][2] იგი შეზღუდულად გამოვიდა 2008 წლის 17 დეკემბერს, ხოლო ქვეყნის მასშტაბით გამოვიდა 2009 წლის 23 იანვარს. იგი გამოვიდა DVD და Blu-ray-ის ფორმატებზე 2009 წლის 21 აპრილს, შეერთებულ შტატებში. იგი გაერთიანებულ სამეფოში გამოვიდა 2009 წლის 16 იანვარს.
რურკი ასრულებს მოხუცებული პროფესიონალი მოჭიდავის როლს, რომელიც, მიუხედავად ჯანმრთელობის დაზიანებისა და პოპულარობის დაქვეითებისა, აგრძელებს ჭიდაობას და ცდილობს მიაღწიოს წარმატებას 1980-იანი წლების პერიოდში. პერსონაჟი ასევე ცდილობს დაალაგოს ურთიერთობა ქალიშვილთან და დაუახლოვდეს ქალს, რომელიც სტრიპტიზიორად მუშაობს. [3]
მოჭიდავე დაწერა რობერტ დ. სიგელმა, „ხახვის“ ავტორმა. მისი წარმოება დარენ არონოფსკის „Protozoa Pictures“-ის მეშვეობით დაიწყო. 2007 წლის ოქტომბერში მოლაპარაკებები მიმდინარეობდა ნიკოლას კეიჯთან, რენდის როლზე.[4] ამავე თვეს კეიჯმა უარი განაცხადა როლის შესრულებაზე და რენდის როლზე მიკი რურკი დამტკიცდა. არონოფსკის თქმით, კეიჯმა ფილმიდან იმიტომ დატოვა, რომ არონოფსკის სურდა რურკს შეესრულებინა მთავარი პერსონაჟის როლი. არონოფსკიმ თქვა, რომ კეიჯი იყო „ჩამოყალიბებული ჯენტლმენი და მან მარტივად გამიგო, რადგან როლზე მიკის მოვიაზრებდი. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ნიკ კეიჯს, როგორც მსახიობს, და ვფიქრობ, რომ მას ნამდვილად შეეძლო ჩემთან მუშაობდა, მაგრამ, იცით, ნიკი ძალიან უჭერდა მხარს მიკის და მასთან დიდი ხნის განმავლობაში მეგობრობდა და როლის დათმობით იგი მიკის შესაძლებლობის მოპოვებაში დაეხმარა.“[5]
ჭიდაობის ლეგენდა ჰალკ ჰოგანმა 2012 წელს ჰოვარდ სტერნის შოუში განაცხადა, რომ მას ასევე შესთავაზეს რენდი რობინსონის როლი. ჰოგანი ირწმუნება, რომ მან უარი თქვა ამ როლზე, რადგან იგრძნო, რომ ის არ იყო მზად შესაფერისი ადამიანი პერსონაჟის გამოსახატავად. [6] არონოფსკმა საპირისპირო რამ დაწერა ჰოგანის შესახებ Twitter– ის პირად გვერდზე და აღნიშნა, რომ „... მოჭიდავის როლი ყოველთვის იყო რურკის, და არსდროს ყოფილა ჰალკ ჰოგანის.“ [7]
დაახლოებით 40-დღიანი გადაღებები დაიწყო 2008 წლის იანვარში,[8] გადაღებები მიმდინარეობდა ნიუ-ჯერსიში, ელიზაბეტში, ჰასბრუკის მაღლობებში, გარფილდში, ასბურის პარკში, ლინდენში, რაჰუეიში, როზელ პარკში, დოვერში, სუპერმარკეტ ბეიონში, სადაც რურკი მუშაობდა და სცენებში ნამდვილი მომხმარებელი იღებდა მონაწილეობას[9] და ნიუ-იორკში.[10] ზოგიერთი სცენა ასევე გადაიღეს ფილადელფიის არენაზე.[11] გადაღებები მარტში დასრულდა.