მონტე-ვიზო (ოქსიტ. Vísol; იტალ. Monviso) — მთა კოტის ალპებში, იტალიაში, საფრანგეთის საზღვრის სიახლოვეს. სიმაღლე 3841 მ. ცნობილია თავისი პირამიდისებური ფორმით და აგრეთვე იმითაც, რომ მონტე-ვიზო ირგვლივ მდებარე მთებთან შედარებით მდებარეობს დაახლოებით 500 მეტრით ზემოთ და შესაბამისად, რელიეფში მკვეთრად არის გამოყოფილი. ჩრდილოეთი კალთიდან სათავეს იღებენ მდინარე პოს შენაკადები. ზღვის დონიდან 2000-2400 მ სიმაღლეზე განლაგებულია ნეოლითური ჟადეიტების კარიერი. მონტე-ვიზოდან ჩრდილოეთით 8 კილომეტრში მდებარეობს მონტე-ვიზოს გვირაბი. მონტე-ვიზოზე პირველად ასვლა განხორციელდა 1861 წლის 30 აგვისტოს.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში