მოზელი (გერმ. Mosel, ფრანგ. Moselle, ლუქს. Musel) — მდინარე საფრანგეთში, ლუქსემბურგსა და გერმანიაში. სიგრძე 545 კმ, აუზის ფართობი 28,286 კმ². მდინარე რაინის მარცხენა შენაკადი. სათავე აქვს ვოგეზებში, ზღვის დონიდან 715 მ სიმაღლეზე. უმთავრესად მიედინება ღრმა და ვიწრო ხეობაში. ქმნის ამავე სახელწოდების ხეობას. მთავარი შენაკადებია: საარი, რუვერი, ავიერა. წყალმოვარდნები იცის ნოემბრიდან აპრილამდე. სანაოსნოა ზემო დინებამდე. მოზელს კვეთს მარნა-რაინის არხი, აღმოსავლეთის არხით შეერთებულია მდინარე სონასთან.
აგებულია ჰიდროელექტროსადგური. ნაპირებზე მდებარეობს ქალაქები: ნანსი, მეცი, კობლენცი. მოზელის ხეობა მევენახეობისა და მეღვინეობის რაიონია. წყლის საშუალო ხარჯი 290 მ³/წმ.
რესურსები ინტერნეტში