მობი დიკი, ანუ თეთრი ვეშაპი

„მობი დიკი, ანუ თეთრი ვეშაპი“
Moby-Dick; or, The Whale

პირველი გამოცემა
ავტორი ჰერმან მელვილი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ჟანრი სათავგადასავლო, საზღვაო
გამომცემელი

Richard Bentley (ინგლისი)

Harper & Brothers (აშშ)
გამოცემის თარიღი 1851
მედია ბეჭდური

მობი დიკი, ანუ თეთრი ვეშაპი (ინგლ. Moby-Dick; or, The Whale) 一 ამერიკელი მწერლის, ჰერმან მელვილის 1851 წლის რომანი.[1] წიგნი წარმოადგენს მეზღვაური ისმაელის ნარატივს, რომელიც გადმოგვცემს კაპიტან აჰაბის მანიაკალურ მოთხოვნილებაზე, შურისძიების მიზნით შეიპყროს თეთრი ფერის ვეშაპი, რომელმაც წინა ექსპედიციისას მას ფეხი წაართვა და რომელსაც მეორენაირად მობი დიკსაც ეძახიან. აღნიშნული წიგნი ამერიკული რენესანსის ეპოქის გამორჩეულ ლიტერატურულ ნაშრომადაა აღიარებული, თუმცა თავდაპირველად არაერთგვაროვანი მიმოხილვა დაიმსახურა და ავტორს კომერციული წარმატება ვერ მოუტანა. მან რეპუტაცია, როგორც „დიდი ამერიკული რომანი“, მეოცე საუკუნეში მოიპოვა, კერძოდ 1919 წელს, ავტორის დაბადებიდან 100 წლის თავზე. უილიამ ფოლკნერმა წიგნზე საუბრისას თქვა, რომ "ისურვებდა, თავად დაეწერა ის".[2] დეივიდ ჰერბერტ ლოურენსმა მელვილის მაგნუმ ოპუსი „ერთ-ერთ ყველაზე უცნაურ და შესანიშნავ წიგნად“ მოიხსენია და უწოდა „უდიდესი რომანი, რომელიც საზღვაო თემატიკას შეეხება“.[3] მისი გახსნითი წინადადება 一 ისმაელი დამიძახეთ 一 ლიტერატურის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ გახსნადაა აღიარებული.[4]

მელვილმა ნაწარმოებზე მუშაობა 1850 წლის თებერვალში დაიწყო და ზუსტად თვრამეტ თვეში დაასრულა. ნაწარმოების შექმნაში მელვილს საკუთარი სამეზღვაურო გამოცდილება დაეხმარა, როცა 1841-1844 წლებში იგი რიგით მეზღვაურად მუშაობდა, აგრეთვე გამოიყენა ვეშაპმჭერობის გამოცდილება, რისი წყალობითაც ამ თემის მქონე ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოები შექმნა. მე-19 საუკუნის დასაწყისში წყნარ ოკეანეში ბინადრობდა ვეშაპისებრი არსება, სახელად მოჩა დიკი, რომელიც ძირითადად ჩილეს სანაპიროსთან ცხოვრობდა. არსებობს ვერსია, რომ მელვილი ნაწარმოებზე მუშაობისას, ნაწილობრივ, სწორედ ამ არსებით იყო შთაგონებული.[5] რაც შეეხება წიგნის დასასრულს, იგი 1820 წელს მომხდარი ვეშაპთმჭერი გემის ჩაძირვას დაედო საფუძვლად. ვეშაპზე ნადირობის დეტალური აღწერა, ისევე, როგორც დივერსიული საზოგადოების თანაცხოვრება გემბანზე, აღვრეულია ისეთ საკითხებთან, როგორებიცაა სოც-კლასობრივი სტატუსი და ღმერთის არსებობა. როგორც წესი, ნაწარმოებზე გავლენა იქონია უილიამ შექსპირისა და თომას კარლაილის შემოქმედებებმა, აგრეთვე ბიბლიამ. ნარატიული პროზის გარდა, მელვილი იყენებს სხვადასხვა ლიტერატურულ ხერხს , სიმღერებიდან, პოეზიიდან და ზღაპრებიდან დაწყებული, შექსპირის შემოქმედებითი სტილით დამთავრებული. 1850 წელს, როდესაც ნაწარმოები უკვე ნახევრად დასრულებული იყო, ავტორი შეხვდა მის თანამემამულეს, ნათანიელ ჰოთორნს და გაეცნო მის ერთ-ერთ ნაწარმოებს 一 მოსე ძველი მანსიდან 一 რომელიც მან თავისი კომიკური სტილით შექსპირსაც კი დაუკავშირა. შესაძლოა, სწორედ ამ შეხვედრამ შთააგონა მელვილს, გადაეხედა და კვლავ გაეღრმავებინა საკუთარი ნაწარმოები, რომელიც, საბოლოოდ, თავად ჰოთორნს მიუძღვნა: „მისი გენიალურობით აღტაცებული“.

წიგნი პირველად 1851 წლის ოქტომბერში გამოიცა ლონდონში, სამ ტომად, სათაურით ვეშაპი, ხოლო საბოლოო სათაურით, ამჯერად უკვე ერთ ტომად, იგი გამოიცა იმავე წლის ნოემბერში, ნიუ-იორკში. ლონდონის გამომცემელმა, რიჩარდ ბენტლიმ ნაწარმოები ცენზურას დაუქვემდებარა და მისი მრავალი პასაჟის შეცვლა მოითხოვა. მელვილმა ბოლო წუთებში უამრავი შესწორება გააკეთა, მათ შორის მისი სათაურის, რომელიც ამ სახით იმავე წელს, ნიუ-იორკში გამოქვეყნდა. ბრიტანეთში ნაწარმოები ძირითადად დადებითად შეფასდა, თუმცა ზოგიერთი აპროტესტებდა, რომ ისტორია მოთხრობილი იყო მთხრობელის მიერ, რომელიც გემთან ერთად დაიღუპა, რადგან ბრიტანულ გამოცემას არ ჰქონდა ეპილოგი, რომელშიც მოთხრობილია ისმაელის გადარჩენის შესახებ. ამერიკელი რეცენზენტები წიგნის მიმართ უფრო უარყოფითად იყვნენ განწყობილნი.[6]

სიუჟეტი

რომანის მთავარ გმირს ბიბლიური სახელი, ისმაელი ჰქვია. ძველ აღთქმაში ისმაელზე, აბრაამის შვილზე, ნათქვამია: „კანჯარივით იქნება იგი ადამიანთა შორის. მისი ხელი ყველას წინააღმდეგ და ყველას ხელი მის წინააღმდეგ! თავის ძმათა პირისპირ იცხოვრებს იგი.“

წიგნის მთავარ გმირს მოსწყინდა ხმელეთზე ყოფნა. ამას ხელმოკლეობაც დაერთო და გადაწყვიტა ვეშაპმჭერი გემით ემოგზაურა. ნანტაკეტი ამერიკაში ვეშაპებზე მონადირეების უძველესი პორტი იყო. მიუხედავად იმისა, რომ იგი აღარ ითვლებოდა ყველაზე დიდ ნავსადგურად, ისმაელს გადაწყვეტილი ჰქონდა, აქედან დაეწყო თავისი მოგზაურობა. გზად ნანტაკეტისაკენ იგი სხვა საპორტო ქალაქში, ნიუ-ბედფორდში გაჩერდა. ამ ქალაქში ხშირად შევხვდებოდით ველურ ტომთა წარმომადგენლებს, რომლებმაც ოდესღაც თავიანთ მშობლიურ კუნძულებთან ღუზაჩაშვებული ხომალდების ეკიპაჟები შეავსეს. აქვე, ერთ-ერთ დუქანში, ვეშაპის ყბის ძვლისგან გაკეთებულ დახლსაც ნახავდით. აქ ყველაფერუი ზღვასთან იყო დაკავშირებული. მოძღვარიც კი კათედრაზე თოკის კიბით ადიოდა.

ისმაელი ქადაგებას დაესწრო. მამა მეპლი გატაცებით ჰყვებოდა ამბავს, თუ როგორ გადაყლაპა ვეშაპმა წინასწარმეტყველი იონა, რომელიც ცდილობდა ავ ბედისწერას გაჰქცეოდა. ნიუ-ბედფორდში ისმაელმა გაიცნო გადამთიელი, ოდესღაც ერთ-ერთ გემს მოყოლილი მებარჯე ქვიგეგი. ისინი დამეგობრდნენ და გადაწყვიტეს, ერთად მოწყობილიყვნენ გემზე.

ნანტაკეტში ისინი ვეშაპმჭერი „პეკოდის“ ეკიპაჟს შეუერთდნენ, რომელიც დედამიწის გარშემო სამწლიანი მოგზაურობისთვის ემზადებოდა. ისმაელმა გაიგო, რომ კაპიტანს აჰაბი ერქვა (ბიბლიური ხელმწიფე აჰაბი ბიწიერებითა და წინასწარმეტყველთა დევნით იყო სახელგანთქმული). წინა მოგზაურობაში კაპიტანს ვეშაპთან ჭიდილში ფეხი დაეკარგა და მას მერე მელანქოლიის ტყვე გამხდარიყო. ერთხანს საღი განსჯის უნარიც მიეტოვებინა, მაგრამ არც ამ ამბისთვის და არც სხვა უცნაური მოვლენებისთვის, რომლებიც ძალაუნებურად „პეკოდისა“ და მისი კაპიტნის იდუმალ კავშირზე მიანიშნებდა, ისმაელს ყურადღება არ გაუმახვილებია. ამიტომ ნავსადგომში შემთხვევით გაცნობილ კაცს, რომელიც ვეშაპმჭერს და მის ეკიპაჟს შემაშფოთებელ მომავალს უწინასწარმეტყველებდა, ჩვენი რომანის მთავარი გმირი ჭკუიდან გადასულ თაღლით მათხოვრად მიიჩნევდა. ისმაელს მაშინაც კი, არაფერში შეჰპარვია ეჭვი, როდესაც ერთ ღამეს დაინახა ადამიანთა შავი სილუეტები „პეკოდზე“ როგორ ადიოდნენ დ შემდეგ სიბნელეში უჩინარდებოდნენ. ისმაელმა ეს მხოლოდ საკუთარ წარმოსახვას მიაწერა.

მას შემდეგ, რაც ნანტაკეტიდან გაემგზავრნენ, კაპიტანი რამდენიმე დღე თავისი კაიუტიდან არ გამოსულა და კარგა ხანს გემბანზე არ გამოჩენილა. მოგვიანებიტ მისმა დანახვამ 一 პირქუშმა გარეგნობამ და სახეზე აღბეჭდილმა უსაშველო ტკივილმა 一 ისმაელი შეძრა. აჰაბი გამოვიდა და გემბანის ფიცარნაგში საგანგებოდ დატანებულ ნახვრეტში ვეშაპის ყბის ძვლისგან გაკეთებული ყავარჯნის ფეხი ჩაარჭო. გემის რწევისას იგი ასე იცავდა წონასწორობას. ანძებზე ასული მეთვალყურეები კაპიტანმა მკაცრად გააფრთხილა და უბრძანა, თეთრი ვეშაპი არ გამოჰპარვოდათ. აჰაბი ძალზე გულჩათხრობილი კაცი იყო. არავის იკარებდა და სხვებიც ერიდებოდნენ. იგი ადრინდელზე მეტად ითხოვდა უსიტყვო მორჩილებას. კაპიტანი ხშირად უცნაურად იქცეოდა, მაგრამ უხეშად იცილებდა თავიდან საკუთარ თანაშემწეებსაც კი, რომლებიც შეშფოთებულნი იყვნენ მისი აუხსნელი, გაუგებარი მოქმედებით. ისმაელის სიტყვებით თუ ვიტყვით, „ზამთრის სასტიკ ყინვასავით აუტანელ სიბერეს ფუტუროდქცეულ სხეულში გამოემწყვდია აჰაბის სული, რომელიც გაურკვეველი მომავლის მოლოდინში გარინდებულიყო“.

ისმაელი პირველად გავიდა ზღვაში სარეწი გემით. მან ხომალდზე მუშაობისა და ცხოვრების თავისებურებები აღმოაჩინა.

წიგნის პატარ-პატარა თავებში დეტალურადაა აღწერილი ვეშაპმჭერის აღჭურვილობა, კაშალოტებზე ნადირობა და სპერმაცეტის მოპოვება. თხრობის დიდი ნაწილი სწორედ ვეშაპებს ეთმობა.

ერთხელაც აჰაბმა „პეკოდის“ მთელი ეკიპაჟი შეკრიბა გემბანზე. ანძაზე ეკვადორული დუბლონი იყო მიჭედებული. ეს მონეტა იმის საკუთრება გახდებოდა, ვინც პირველი დაინახავდა ალბინოს ვეშაპს. ამ ვეშაპზე მონადირეები რას აღარ ჰყვებოდნენ. მეზღვაურებმა მას მობი დიკი შეარქვეს. თავისი ზომითა და სისასტიკით, თეთრი ფერითა და ეშმაკობით ეს კაშალოტი შიშის ზარს სცემდა ყველას. სხეულით უამრავი ბარჯის პირს დაატარებდა, რომლებიც ოდესღაც მოსაკლავად სტყორცნეს და ზედ შერჩენოდა. ეს ვეებერთელა არსება ადამიანთან ჭიდილში ჯერ არასდროს დამარცხებულიყო. ამიტომაც დამკვიდრდა აზრი, რომ მასზე ნადირობა კარგს არავის არაფერს უქადდა. სწორედ მობი დიკმა დააკარგვინა ფეხი აჰაბს. ახლა კი კაპიტანმა განაცხადა, რომ ყველა ზღვასა და ოკეანეში აპირებდა მის მოძებნას. აჰაბს ერთი სული ჰქონდა, შური ეძია და ეხილა, როგორ იქანავებდა ვეშაპის თეთრი, უსიცოცხლო სხეული ზღვის ტალღებზე. სულ ამაოდ ცდილობდა კაპიტნის თანაშემწე სტარბეკი, მკაცრი კვაკერი, აჰაბი დაერწმუნებინა, რომ ვეშაპზე შურისძიება უაზრობაა და, ამასთან ერთად 一 დიდი ცოდვა. კაპიტანმა ამაზე უასუხა, რომ უაზრობის ნიღბის ქვეშ ყოველთვის იმალება რაღაც ღრმა აზრი. თეთრი ვეშაპი კი ბოროტების განსახიერებაა. მეზღვაურები საკუთარი შიშის დასამალად აღტაცებითა და რისხვით შეუერთდნენ მობი დიკის კრულვას. სამმა მებარჯემ გადმობრუნებული ბარჯისპირები რომით გაავსო და თეთრი ვეშაპის სიკვდილისა დალია. მხოლოდ პატარა ზანგის ბიჭუნა, იუნგა შესთხოვდა ღმერთს ამ ადამიანებისგან ვეშაპის გადარჩენას. როდესაც „პეკოდი“ პირველად შეხვდა კაშალოტებს და მეზღვაურებმა წყალში ჩასაშვებად ველბოტები მოამზადეს, მათ შორის უცებ გამოჩნდა ხუთი შავკანიანი მოჩვენება. ეს გუნდი კაპიტნის მიერ საგანგებოდ ველბოტისათვის შერჩეული ეკიპაჟი იყო. ისინი აჰაბს აზიის რომელიღაც კუნძულიდან წამოეყვანა. კაპიტანმა ისინი უჩუმრად ამოიყვანა გემზე და ერთხანს ტრიუმში ჰყავდა დამალული.

თუმცა მობი დიკის მაძიებელი კაპიტანი მცირედ შეყოვნებასაც კი მტკივნეულად განიცდიდა, მაგრამ მას არ შეეძლო ბოლომდე უარი ეთქვა ვეშაპების რწევაზე. „პეკოდმა“ კეთილი იმედის კონცხს შემოუარა და ინდოეთის ოკეანე გადასერა. კასრები ერთმანეთის მიყოლებით ივსებოდა სპერმაცეტით. სხვა გემებთან შეხვედრისას აჰაბი გამუდმებით ერთსა და იმავეს კითხულობდა, ხომ არ შეუმჩნევია ვინმეს თეთრი ვეშაპი. როგორც წესი, პასუხად ამბავს უყვებოდნენ ხოლმე იმის შესახებ, თუ როგორ დაიღუპა ან დასახიჩრდა მავანი და მავანი მობი დიკის წყალობით. გაშლილ ზღვაშიც გამოჩდნენ წინასწარმეტყველები და მქადაგებლები. გემის ეპიდემიით დაავადებული მეზღვაური სტარბეკი თეთრ ვეშაპს ღვთის რისხვად მიჩნევდა. ერთხელაც პეკოდი გაშლილ ზღვაში ინგლისურ ხომალდს შეხვდა, რომლის კაპიტანმაც თურმე მობი დიკთან ჭიდილში ხელი დაკარგა. აჰაბი მაშინვე გაეშურა იმ ადამიანის სანახავად, რომლის ბედიც ასე ჰგავდა მისას. ინგლისელ კაპიტანს შურისძიებაზე არც უფიქრია. იგი მხოლოდ „პეკოდს“ იმ მიმართულებას უჩვენებდა, საითაც თეთრი ვეშაპი წავიდა. სტარბეკი კვლავ შეეცადა კაპიტნის შეჩერებას, მაგრამ ამაოდ. აჰაბის დაკვეთით გემის მჭედელმა ახალი, განსაკუთრებულად მტკიცე ბარჯი გამოჭედა. მის გამოსაწრთობად სამმა მებარჯემ საკუთარი სისხლი გაიღო. „პეკოდმა“ წყნარ ოკეანეში შეცურა.

ისმაელის მეგობარი, მებარჯე ქვიგეგი, მძიმედ დასნეულდა. სიკვდილის მოახლოება იგრძნო და დურგალს სთხოვა, მისთვის ისეთი კუბო შეეკრა, რომელიც ნავის მსგავსი იქნებოდა და წყალში არ ჩაიძირებოდა. ამ ნავით სურდა მას ვარსკვლავურ არქიპელაგამდე, ანუ საიქიომდე მიეღწია. მოულოდნელად ქვიგეგი გამოკეთდა. გადაწყდა, მისი კუბო კარგად გაეპოხათ და დიდ ტივად გადაექციათ. ასეც მოიქცნენ და, წესის თანახმად, ის კიჩოზე დაკიდეს. თავისი განსაკუთრებული ფორმით ეს ტივი შემხვედრი გემების მეზღვაურთა დიდ გაკვირვებას იწვევდა.

ღამით ველბოტში გრძნეულების წინამძღოლმა ფედალამ კაპიტანს უცნაური სიკვდილი უწინასწარმეტყველა.

ყველა გრძნობდა, რომ მალე მობი დიკს შეხვდებოდნენ. ერთ ღამეს სასტიკი შტორმი ამოვარდა. წმინდა ელმას ცეცხლი აინთო თეთრი ვეშაპისთვის გამოჭედილი ბარჯის წვერზე. იმავე ღამეს სტარბეკი, დარწმუნებული, რომ კაპიტანი გემს ღუპავდა, კაიუტასთან მას მუშკეტით ხელში დაუდარაჯდა, მაგრამ მოკვლით მაინც არ მოუკლავს. ბედს მიენდო. გრიგალმა კომპასები გააფუჭა. ისინი საპირისპირო მიმართულებას აჩვენებდნენ. სხვა გზა არ იყო 一 გემიც უნდა გასცლოდა ამ წყლებს, მაგრამ აჰაბმა დროზე შენიშნა გაუმართაობა. იალქნის ნემსებით მან ახალი კომპასები დაამზადა. ამ დროს ერთ-ერთი მეზღვაური ანძიდან ჩამოვარდა და ზღვის ტალღებში ჩაიკარგა. „პეკოდი“ გემ „რახილს“ შეხვდა. ეს უკანასკნელი მობი დიკს ცოტა ხნის წინ გადაჰყროდა. „რახილის“ კაპიტანი ემუდარებოდა აჰაბს თავისი დაკარგული ველბოტის ძიებაში დახმარებოდა, რომელშიც მისი თორმეტი წლის ვაჟიშვილი მჯდარა, მაგრამ აჰაბისგან უარი მიიღო. ამჯერად „პეკოდის“ კაპიტანი თვითონ ავიდა ანძაზე. იგი დაწნულ გოდორში ჩასვეს და თოკით ასწიეს. როგორც კი მაღლა მოექცა, ქორმა ქუდი მოსტაცა და წაიღო. ისევ შეხვდათ გემი, რომელზეც თეთრ ვეშაპთან ბრძოლისას დაღუპულ მეზღვაურებს ეთხოვებოდნენ.

ოქროს დუბლონი თავისი პატრონის ერთგული დარჩა. უცებ კაპიტანმა დაინახა, თეთრი ვეშაპი როგორ ამოვიდა წყლიდან. სამი დღე გრძელდებოდა დევნა. სამჯერ მიუახლოვდნენ ველბოტებით ვეშაპს. მობი დიკმა ორად გააპო აჰაბის ნავი. ზღვაში ჩავარდნილ კაპიტანს კი წრეებს უვლიდა და მისაშველებლად წამოსულ სხვა ნავებს გზას არ აძლევდა. „პეკოდმა“ სულზე მოუსწრო აჰაბს. როგორც კი ნავხე აღმოჩნდა, კაპიტანმა მაშინვე თავისი ბარჯი მოითხოვა, მაგრამ ვეშაპი გაუჩინარდა. დევნა გაგრძელდა. მეორე დღეს კვლავ დაეწივნენ მობი დიკს. კვლავ ჩაუშვეს ნავები, მაგრამ ვეშაპმა ისინი ერთიანად ნაფოტებად აქცია. „პეკოდმა“ ყველა გადაარჩინა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ფედალა, გრძნეულთა წინამძღოლი, დაიკარგა. აჰაბმა ვეღარ დამალა შიში, თუმცა დევნა არ შეუწყვეტია. აქ რაც მოხდა, განგების ნება იყო, 一 თქვა მან.

მესამე დღეს კვლავ დაეწივნენ ვეშაპს. მობი დიკმა ყველა ნავი დაამსხვრია. მხოლოდ კაპიტნის ველბოტი გადარჩა. ამ ნავზე იყო ისმაელიც. უცებ მეზღვაურებმა ვეშაპის ზურგზე ფედალას სხეული შენიშნეს. ის მობი დიკის ზურგზე ლინით იყო მიმაგრებული. ეს პირველი კატაფალკია, 一 გაიფიქრა კაპიტანმა. მობი დიკს თავის დაღწევა უნდოდა, მაგრამ აჰაბის ნავი ისევ დაეწია. ვეშაპი შემობრუნდა და მთელი თავისი რისხვა „პეკოდს“ დაატეხა თავს. მან გემი ჩაძირა. მეორე კატაფალკი! 一 აღმოხდა კაპიტანს. ვეშაპი მისი ნავის ახლოს გაჩერდა. აჰაბმა უკანასკნელი ბარჯი სტყორცნა. ბარჯნაკრავი ვეშაპი ადგილს მოსწყდა. ლინი გასაოცარი სისწრაფით გასრიალდა ღარში და რაღაცას გამოედო. აჰაბი დაიხარა, რათა გაეთავისუფლებინა იგი, გაათავისუფლა კიდეც, მაგრამ დაცურებული მარყუჟი კისერზე შემოეხვია. კაპიტანი ნავიდან გადავარდა. ველბოტი კი გემის ჩაძირვისას გაჩენილმა მორევის ძაბრმა ჩაითრია. ველბოტიდან ზღვაში აღმოჩენილ ისმაელსაც იგივე ბედი ელოდა, მაგრამ ტალღები ჩაწყნარდა. მოულოდნელად სიღრმიდან ზედაპირზე ტივტივა კუბო ამოვარდა. ისმაელმა ერთი დღე ამ ტივტივაზე გაატარა. იგი „რახილის“ ეკიპაჟმა აღმოაჩინა, რომელიც დაკარგული შვილების ძებნას განაგრძობდა და მხოლოდ ეს ერთი მწირი აღმოაჩინა.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Read other articles:

Artikel ini sebatang kara, artinya tidak ada artikel lain yang memiliki pranala balik ke halaman ini.Bantulah menambah pranala ke artikel ini dari artikel yang berhubungan atau coba peralatan pencari pranala.Tag ini diberikan pada Desember 2022. SD ApolosInformasiJenisSekolah SwastaAlamatLokasi, Batam, Kepri,  IndonesiaMoto SD Apolos, merupakan salah satu Sekolah Dasar swasta yang ada di Batam, Provinsi Kepulauan Riau. Sama dengan SD pada umumnya di Indonesia masa pendidikan sekolah di S...

 

Emper mobil di depan garasi.Salah satu contoh dari banyak jenis umum carports modern dijual di pasar. Yang satu ini adalah model berdiri sendiri. Emper mobil (bahasa Inggris: carport) adalah tempat menyimpan kendaraan di depan rumah yang tidak memiliki garasi ataupun memiliki kendaraan lebih banyak dari kapasitas garasi. Emper mobil biasanya dilengkapi atap dengan tujuan untuk melindungi kendaraan dari air hujan, embun malam dan terik cahaya matahari dan lantai yang diperkeras. Alasan lainnya...

 

العلاقات الفيتنامية الناوروية فيتنام ناورو   فيتنام   ناورو تعديل مصدري - تعديل   العلاقات الفيتنامية الناوروية هي العلاقات الثنائية التي تجمع بين فيتنام وناورو.[1][2][3][4][5] مقارنة بين البلدين هذه مقارنة عامة ومرجعية للدولتين: وجه المقارنة �...

2013 video game 2013 video gameSoldiers Inc.Developer(s)PlariumPlatform(s)BrowserReleaseWW: 2013Genre(s)Massively multiplayer online real-time strategy game (MMORTS) Soldiers Inc. is a Massively multiplayer online real-time strategy game (MMORTS) developed and published by Plarium. The game was released in 2013 and is designed for use on web browsers. The game is military themed and set in the fictional country of Zandia, where players compete for control of the land's rich mineral fields. Th...

 

Artikel ini sebatang kara, artinya tidak ada artikel lain yang memiliki pranala balik ke halaman ini.Bantulah menambah pranala ke artikel ini dari artikel yang berhubungan atau coba peralatan pencari pranala.Tag ini diberikan pada Desember 2023. SyekhAun Al-QaddumiAl-Qaddumi pada 2013Nama asalعون القدوميLahirعون2 Juli 1982 (umur 41)Amman, YordaniaKebangsaan YordaniaWarga negaraYordaniaPekerjaanulama, pengajarOrganisasiLembaga Studi Syariah Ma'arijDikenal atasPendir...

 

Australian Open 1974Singolare maschile Sport Tennis Vincitore Jimmy Connors Finalista Phil Dent Punteggio 7-6, 6-4, 4-6, 6-3 Tornei Singolare uomini donne   Doppio uomini donne 1973 1975 Voce principale: Australian Open 1974. Jimmy Connors ha battuto in finale Phil Dent 7-6 6-4 4-6 6-3. Indice 1 Teste di serie 2 Tabellone 2.1 Legenda 2.2 Fase finale 2.3 Parte alta 2.3.1 Sezione 1 2.3.2 Sezione 2 2.4 Parte bassa 2.4.1 Sezione 3 2.4.2 Sezione 4 3 Collegamenti esterni Teste di serie John N...

Cancelled portable toilet project by Microsoft The iLoo as depicted by MSN UK and distributed by news providers The iLoo (short for Internet loo) was a cancelled Microsoft project to develop a Wi-Fi Internet-enabled portable toilet. The iLoo, which was to debut at British summer festivals, was described as being a portable toilet with wireless broadband Internet, an adjustable plasma screen, a membrane wireless keyboard, a six-channel speaker system, and toilet paper embossed with popular web...

 

此条目序言章节没有充分总结全文内容要点。 (2019年3月21日)请考虑扩充序言,清晰概述条目所有重點。请在条目的讨论页讨论此问题。 哈萨克斯坦總統哈薩克總統旗現任Қасым-Жомарт Кемелұлы Тоқаев卡瑟姆若马尔特·托卡耶夫自2019年3月20日在任任期7年首任努尔苏丹·纳扎尔巴耶夫设立1990年4月24日(哈薩克蘇維埃社會主義共和國總統) 哈萨克斯坦 哈萨克斯坦政府...

 

Penetapan Konstitusi Meiji, karya Hashimoto Chikanobu. Konstitusi Kekaisaran Jepang (大日本帝國憲法, umumnya dikenal sebagai Konstitusi Meiji) adalah undang-undang Kekaisaran Jepang dari tahun 1889 hingga tahun 1947. Diberlakukan sebagai bagian dari Restorasi Meiji, undang-undang dasar ini mengizinkan adanya sebuah monarki konstitusional yang berdasarkan model Prusia yang menempatkan Kaisar Jepang sebagai penguasa aktif dan mempunyai kekuasaan politik yang besar, tetapi membagi hal ini...

Alun-alun Tartini Alun-alun Tartini (bahasa Slovenia: Tartinijev trg, bahasa Italia: Piazza Tartini bahasa Inggris: Tartini Square) adalah alun-alun terbesar dan utama di kota Piran, Slovenia. Alun-alun Tartini diambil dari nama pemain biola dan komposer Giuseppe Tartini, di alun-alun ini terdapat monumen yang dibuat pada tahun 1896. Patung Giuseppe Tartini Sejarah Alun-alun dulunya adalah dermaga untuk kapal-kapal kecil seperti kapal nelayan, dan terletak di luar tembok kota. Pad...

 

  تيراسبول Tiraspol (بالرومانية: Tiraspol)‏  يت المجالس تيراسبولالعلم تيراسبولشعار النبالة تاريخ التأسيس 1792[1]  تقسيم إداري البلد  مولدوفا[2][3] عاصمة لـ ترانسنيستريا  بلدية  ترانسنيستريا المسؤولون رئيس البلدية أندري بزباتشنكو خصائص جغرافية إحداثيات 46°5...

 

Artikel ini sebatang kara, artinya tidak ada artikel lain yang memiliki pranala balik ke halaman ini.Bantulah menambah pranala ke artikel ini dari artikel yang berhubungan atau coba peralatan pencari pranala.Tag ini diberikan pada November 2022. The Vigilantes RideSutradaraWilliam BerkeProduserLeon BarshaSkenarioEd Earl ReppPemeranRussell HaydenDub TaylorBob WillsShirley PattersonTris CoffinJack RockwellSinematograferBenjamin H. KlinePenyuntingJerome ThomsPerusahaanproduksiColumbia PicturesDi...

Canadian Associated AircraftIndustryAerospaceFounded1938Defunct1942FateDisbanded after orders deliveredSuccessorVictory AircraftAvro CanadaHeadquartersCanadaProductsMilitary aircraft This article needs additional citations for verification. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: Canadian Associated Aircraft – news · newspapers · books · scholar · JSTOR (A...

 

Voce principale: Associazione Sportiva Giovanile Nocerina. Associazione Giovanile NocerinaStagione 1947-1948Sport calcio Squadra Nocerina Allenatore Remo Galli Presidente Francesco Spinelli Serie B12º posto nel girone C. Retrocessa in Serie C. Maggiori presenzeCampionato: Busidoni (32) Miglior marcatoreCampionato: Busidoni (8) 1946-1947 1948-1949 Si invita a seguire il modello di voce Questa voce raccoglie le informazioni riguardanti l'Associazione Giovanile Nocerina nelle competizioni...

 

2015 studio album by Tori KellyUnbreakable SmileStudio album by Tori KellyReleasedJune 23, 2015 (2015-06-23)Recorded2014–2015Genre Pop R&B Length49:16Label Capitol Schoolboy Producer Max Martin Tori Kelly OzGo Rickard Göransson Lukas Loules The Struts Oscar Holter Toby Gad Ed Sheeran Ilya Laleh Pourkarim Malay Oren Yoel Johan Carlsson Chuck Harmony Tori Kelly chronology Foreword(2013) Unbreakable Smile(2015) Hiding Place(2018) Singles from Unbreakable Smile Nobo...

Siegfried Lorenz (30 August 1945 – 24 August 2024), the first lyrical baritone of the Berlin State Opera, recorded 151 songs by Schubert and sang, according to Alan Blyth, with an enviable control of line and dynamics. listen 12 February 2018 (from User:Gerda Arendt/Stories) In this world, hatred has never been defeated by hatred. Only love can overcome hatred. This is an ancient and eternal law. –Dhammapada (1:5) Archives: Index,  1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, ...

 

バルカン バルカンの歴史では、南東ヨーロッパのバルカン地域の歴史の年表をしめす。 伝統的にバルカンとみなされる地域は、現在の国家で表せば以下のとおり。 ギリシャ アルバニア クロアチア コソボ セルビア トルコ(一部)  ブルガリア ボスニア・ヘルツェゴビナ 北マケドニア モンテネグロ 文化・歴史的に連続性のある隣接国 スロベニア  ルーマニア �...

 

Lê Minh HoanLê Minh Hoan năm 2023Chức vụBộ trưởng Bộ Nông nghiệp và Phát triển nông thônNhiệm kỳ8 tháng 4 năm 2021 – nay3 năm, 146 ngàyThủ tướngPhạm Minh ChínhTiền nhiệmNguyễn Xuân CườngKế nhiệmđương nhiệmThứ trưởngHà Công Tuấn (đến 30/4/2021)Nguyễn Hoàng HiệpLê Quốc Doanh (đến 31/10/2022)Trần Thanh NamPhùng Đức TiếnNguyễn Quốc Trị (từ 11/2022)Hoàng Trung (từ 2/6/2023)...

Cet article traite de l'équipe masculine. Pour l'équipe féminine, voir Équipe de Grèce féminine de football. Équipe de Grèce Généralités Association Fédération hellénique de football Confédération UEFA Couleurs bleu ciel et blanc Surnom Το Πειρατικό (« Le Bateau Pirate »)Ethniki (« Le National »)Galanolefki (« Le blues et le blanc ») Stade principal Stade Agiá Sofiá Classement FIFA 50e (4 avril 2024)[1] Personnalités Sélectio...

 

Questa voce o sezione sull'argomento Africa non cita le fonti necessarie o quelle presenti sono insufficienti. Puoi migliorare questa voce aggiungendo citazioni da fonti attendibili secondo le linee guida sull'uso delle fonti. Segui i suggerimenti del progetto di riferimento. NordafricaPosizione del Nordafrica nel continente africano Stati Marocco Algeria Tunisia Libia Egitto Il Nordafrica (cosiddetta Africa bianca[1][2]) è la regione dell'Afric...