მიჩენერის მთა (ინგლ. Mount Michener) — 2 545 მეტრის სიმაღლის მთა ალბერტაში, კანადაში. მდებარეობს კანადის კლდოვანი მთების აღმოსავლეთ საზღვარზე, აბრაამის ტბის ჩრდილოეთით. იგი რამის ქედის ჩრდილოეთ ნაწილს წარმოქმნის.[1]
1982 წელს, მთას სახელი დანიელ რომან მიჩენერის საპატივსაცემოდ ეწოდა. მიჩენერი, 1967-1974 წლებში, კანადის გენერალ-გუბერნატორი იყო. მანამდე კი, მიჩენერის მთას „თვალის გამხელ მთას“ეძახდნენ.[4]
კლდოვანი მთის ფორმირება გვიან ცარცულ პერიოდში დაიწყო და დასრულდა ადრეულ მესამეულ პერიოდში. მთაში, დიდი ალბათობით, კირქვის გამოქვაბულთა სისტემაა, მაგრამ მათი არსებობა ჯერ კიდევ გამოუკვლევი და დაუდასტურებულია.[3]
სქოლიო