|
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აგრიკოლა.
|
მიქაელ აგრიკოლა (ფინ. Mikael Agricola, ნამდვილი გვარი სიმონსონი; დ. დაახლ. 1510 — გ. 9 აპრილი, 1557) — რეფორმაციის მეთაური ფინეთში. ფინური ლიტერატურის მამამთავარი.
ბიოგრაფია
1536-1539 წლებში იყო ლუთერისა და მელანთქორის მოწაფე ვიტერნბერგის უნივერსიტეტში. 1556-1557 წლებში მონაწილეობდა შვედეთის ელჩობაში მოსკოვს. 1542 წელს გამოსცა პირველი ფინური „ანბანი“, 1548 წელს თარგმნა ახალი აღთქმა, 1551-1552 წლებში — ძველი აღთქმის ნაწილი. შეიმუშავა ფინური დამწერლობის პრინციპები და საფუძველი ჩაუყარა სალიტერატურო ენას. ქრისტიანული ლიტერატურის მნიშვნელოვან ნაწარმოებათა თარგმანებს დაურთო ნარკვევები, ფინეთის ისტორიის, კულტურისა და წარმართული სარწმუნოების შესახებ.
ლიტერატურა
სქოლიო