მიუნხენის მეტროპოლიტენი (გერმ U-Bahn München) — მიუნხენის ელმავალი ქალაქ მიუნხენსა და მიუნხენის რეგიონში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სახეობაა. მეტროპოლიტენი 1971 წელს გაიხსნა და დღეისათვის 103,1 კმ სიგრძის ხაზებზე 96 სადგურია განთავსებული. სადგურთა სიმჭიდროვე ერთ სულ მოსახლეზე მსოფლიოში ყველაზე მაღალია. სადგურების ლიფტებითა და ესკალატორებით ასპროცენტიანი აღჭურვილობის, ასევე გადასაჯდომი სადგურების კარგად გათვლილი სისტემის წყალობით მიუნხენის მეტროპოლიტენი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე კომფორტულია.
ისტორია
ჯერ კიდევ 1905 წელს შეიქმნა გეგმა მიწისქვეშა რკინიგზის აშენებისა ცენტრალური სადგურიდან აღმოსავლეთის სადგურამდე, დაახლოებით იმავე მანძილზე, სადაც დღეს მიუნხენის S-Bahn გადის, ასევე ძველი ქალაქის გარშემო წრიული განშტოებისა.
თუმცა, იმ წლებში ეს გეგმები ცოტა ამბიციურად ჟღერდა მოსახლეობის სიმცირის გამო. იმხანად ნახევარმილიონიანი ქალაქის მოსახლეობის ტრანსპორტირებისთვის საქალაქო ტრამვაიც საკმარისი იყო, ასე რომ, იდეები მიივიწყეს.
ხაზები
მიუნხენის მეტროპოლიტენის გახსნა 1972 წლის მიუნხენის ოლიმპიურ თამეშებს მოუსწრეს. ხაზების 90% მიწისქვეშ გადის. ხაზები ნომრებითა და ფერებით განირჩევა (U1-U6). ხაზები U1-U2, U3-U6, U4-U5 ქალაქის ცენტრში საერთო გზებს გამოიყენებს, ამიტომაც, მეტროს სქემა სამხაზიან ტარს ჰგავს ბოლოში ჩანგლებით. მეტროში ტურნიკეტები არ დგას, ბილეთები აქტიურდება სადგურში შესვლისას, რაც კონტროლიორების მიერ მოწმდება. მეტროში 43 პუნქტი მოქმედებს დეფიბრელატორებით — აპარატებით გულის გაჩერების შემთხვევაში პირველადი დახმარების აღმოსაჩენად. მატარებლების სიჩქარე საათში 80 კმ-ს შეადგენს.