პატრიარქი მირონი (რუმ. Patriarhul Miron, ერისკაცობაში ელიე კრისტია, რუმ. Elie Cristea; დ. 20 ივლისი, 1868, ტოპლიცა, ავსტრია-უნგრეთი — გ. 6 მარტი, 1939, კანი, საფრანგეთი) — რუმინეთის სახელმწიფო და რელიგიური მოღვაწე, სრულიად რუმინეთის პატრიარქი (1925-1939 წწ.) და პრემიერ-მინისტრი (1938-1939 წწ.).
1925 წელს რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კრებამ გამოაცხადა პატრიარქად. 1938 წელს ქვეყანაში არსებული რთული პოლიტიკური ვითარების ფონზე, იგი პრემიერ-მინისტრად დანიშნეს. იგი მხარს უჭერდა დიდი რუმინეთის შექმნას. არარუმინელი ხალხის მიმართ ატარებდა დისკრიმინაციის პოლიტიკას[1], 200 ათას ებრაელს ჩამოართვა მოქალაქეობა[2].
გარდაიცვალა 1939 წლის 6 მარტს კანში, დაკრძალულია ბუქარესტის საკათედრო ტაძარში.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
|
---|
| რუმინეთის ეკლესიის მიტროპოლიტები და პრიმასები | |
---|
| პატრიარქები | |
---|
|