მილიუტინსკაიის ამაღლების ეკლესია (რუს. Церковь Вознесения Господня) — მართლმადიდებლური ეკლესია მილიუტინის რიონის სოფელ მილიუტინსკაიაში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ვოლგოდონის ეპარქიას[1].
ეკლესიის მისამართი: რუსეთი, როსტოვის ოლქი, მილიუტინის რაიონი, სოფელი მილიუტინსკაია, კომკავშირის ქუჩა № 18.
ისტორია
რევოლუციამდე სტანიცა მილიუტინსკაიაში მოქმედებდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია[2], რომელსაც ასევე უწოდებდნენ იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის ეკლესიას. იგი აგებული იყო ხისაგან 1882 წელს. სამრეკლოც ასევე ხისგან იყო აგებული და იდგა ბოძებზე[3]. მისი შემდეგი ბედი უცნობია, ხოლო 1901 წელს სტანიცაში ააშენეს ახალი ქვის ეკლესია, ასევე ქვის სამეკლოთი, ეკლესია წმინდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის, მირონ-ლუკიის ეპისკოპოსის სახელზე იყო ნაკურთხი[4]. მისი ბედიც ასევე უცნობია. თუმცა ცხადია, რომ ომის შემდეგ პერიოდში სტანიცაში ეკლესია არ იყო.
ახალი რელიგიური ცხოვრება სტანიცაში დაიწყო სსრკ-ის დაშლის შემდეგ. 1996 წელს მილიუტინსკაიაში დაარსდა ამაღლების სამრევლო, რომლის პირველ კრებასაც უძღვებოდა მღვდელი ანდრია მეკუშკინი. სამრევლოს რეგისტრაცია მოხდა 1999 წელს. დროთა განმავლობაში სამრევლოს გადაეცა მაღაზიის ყოფილი შენობა, რომელიც გადააკეთეს ღვთისმსახურების ჩასატარებლად. მოგვიანებით სამრევლომ შენობა შეისყიდა და მის კუთვნილებაში გადავიდა და მის საფუძველზე აშენდა ერთსართულიანი ეკლესია.
მილიუტინსკაიის ამაღლების ეკლესიის წინამძღვარია ალექსანდრე პერსიანოვი.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო