მთვარის დაბნელება — ასტრონომიული მოვლენა — მთვარის შესვლა დედამიწის ირგვლივ ორბიტაზე გარემოქცევისას მის ჩრდილში და თანდათან დროებით გაუჩინარება. მთვარის დაბნელება იმიტომაა შესაძლებელი, რომ მთვარე ანათებს მხოლოდ მზიდან დაცემული გამოსხივების არეკვლით.
დედამიწის ჩრდილის დიამეტრი 363 000 კმ-ია (მთვარის მინიმალური სიშორეა დედამიწიდან) და მთავრის დიამეტრზე სამჯერ დიდია, ამასთანავე მზიდან წამოსული სხივები დედამიწიდან წარმოქმნის ორი სახის ჩრდილს, ერთი ჩვეულებრივს და მეორე — ნახევარჩრდილს. ნახევარჩრდილში შესვლისას მთვარის სიკაშკაშის კლება უმნიშვნელოა. ნაწილობრივი დაბნელება იწყება მაშინ, როდესაც მთვარე შედის დედამიწის ჩრდილში. იგი შეიძლება სთ შეიძლება გაგრძელდეს. ამ შუალედის შუაში კი შეიძლება იყოს მთვარის სრული დაბნელება, სთ-მდე ხანგრძლივობისა. მთვარის დაბნელება მხოლოდ სავსემთვარეობის დროს ხდება, ამასთან თუ მზე და მთვარე ე. წ. კვანძების (ცაზე მზისა და მთვარისხილულ გზათაგადაკვეთის წერტილების) ახლოსაა (არაუმეტეს 12.0°). მზე მოცემულ (აღმავალ ან დაღმავალ) კვანძს 346.6 დღე-ღამეში უბრუნდება. მთვარე კი ერთსა და იმავე კვანძში 27.21 დღე-ღამის შემდეგ გაივლის. აქედან გამომდინარეობს, რომ კალენდარულ წელიწადში მთვარის დაბნელების ხელშემწყობი პერიოდი 2-ჯერ ან 3-ჯერ არის.
მთვარის დაბნელება პერიოდულად მეორდება, რადგან 223 სინოდური თვე თითქმის უტოლდება 242 დრაკონულ თვეს. თითოეული ამ სიდიდეთაგანი დაახლოებით 18 წელს და 11 დღე-ღამეს უდრის და მას საროსი ეწოდება. საროსი ჯერ კიდევ ძვ. წ. VI საუკუნეში იყო ცნობილი. ცის მექანიკის კანონების საფუძველზე შესაძლებელია დაბნელებათა მომენტების წინასწარგამოთვლა დიდი სიზუსტით.