30 წლამდე, მერი ძირითადად ლონდონში ცხოვრობდა და დედას უვლიდა. თუმცა, მშობლების სიკვდილიდან მალევე, 1892 წელს, დასავლეთ აფრიკისაკენ მიმავალ სატვირთო გემზე აღმოჩნდა.
კინგზლიმ მამის ბიბლიოთეკაში შეისწავლა აფრიკის ბუნება და წეს-ჩვეულებები, მან დაარწმუნა ბრიტანეთის მუზეუმი, მისი ექსპედიცია დაეფინანსებინათ, რათა აფრიკის ბუნება შეესწავლა. 1893 წელს იგი გადავიდა იმ ადგილას, რომელსაც ახლა ნიგერიის სანაპირო ჰქვია და კონტინენტისაკენ გაემართა.
კინგზლიმ ორჯერ იმოგზაურა დასავლეთ აფრიკაში იმ დროს, როდესაც იქაურობას „თეთრკანიანთა სამარეს“ ეძახდნენ. ადგილობრივი ბუნებითა და ხალხით დაინტერესებული კინგზლი პირველი უცხოელი იყო, ვინც ფენგის ტომი ნახა და პირველი ქალი, ვინც კამერუნის ვულკანზე ავიდა. 1897 წელს კინგზლიმ დაწერა წიგნი „მოგზაურობა დასავლეთ აფრიკაში“, რომელიც მაშინვე ბესტსელერად იქცა. მომდევნო წელს იგი ტყვეთა მოსავლელად გაემგზავრა სამხრეთ აფრიკაში, სადაც ციებ-ცხელება შეეყარა და გარდაიცვალა.
ლიტერატურა
დიდი მოგზაურები, მსოფლიო აღმოჩენა. ქარჩხაძის გამომც. გვ 26, თბ., 2009