მერაბ გეგეჭკორი (დ. 23 აგვისტო, 1919, მარტვილი — გ. 1977) — ქართველი მსახიობი. საქართველოს სახალხო არტისტი (1972).
ბიოგრაფია
მერაბ გეგეჭკორი დაიბადა 1919 წლის 23 აგვისტოს ქ. მარტვილში (ყოფილი გეგეგჭკორი). 1940 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახ. თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი და ჩაირიცხა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის დასში. შესრულებული აქვს 100–ზე მეტი როლი. სისტემატურად მონაწილეობდა რადიო და სატელევიზიო გადაცემებში, გამოდიოდა ესტრადაზე, გადაღებულია ფილმებშიც. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.
გარდაიცვალა 1977 წელს. დაკრძალულია საბურთალოს პანთეონში.
ფილმოგრაფია
რესურსები ინტერნეტში