მემკვიდრე (ინგლ. The Heiress) — უილიამ უაილერის 1949 წლის ფილმი.
სიუჟეტი
ყურადღება! ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
მოქმედება ვითარდება 1800-იანი წლების შუაში ნიუ-იორკში. ვაშინგტონ სკვერზე ცხოვრობს სლოპერების მდიდარი ოჯახი. დოქტორი ოსტინ სლოპერი ქვრივია, მას ერთადერთი ქალიშვილი — კათრინი ჰყავს და ასევე და ლავინია, რომელიც ასევე ქვრივია. ოჯახმა დოქტორი სლოპერის ბეჯითი მუშაობის შედეგად დიდი ქონება დააგროვა. მიუხედავად მამის მცდელობებისა და აღზრდაში დახარჯული ფულისა, კათრინი მორცხვი და უენო ქალია, რომელიც დროის უმეტეს ნაწილს შინ ატარებს. ოსტინი მის დას, ლავინიას თხოვს, დაეხმაროს კათრინ, გახდეს უფრო სოციალური და დაემსგავოს გარდაცვლილ დედას. კათრინს შეუყვარდება პირველივე მამაკაცი, რომელიც მის მიმართ ყურადღებას გამოიჩენს. ესაა ღარიბი მორის თაუნსენდი.
როლებში
ჯილდოები
- ოსკარი
- საუკეთესო მსახიობი ქალი: ოლივია დე ჰევილენდი
- საუკეთესო მხატვრული გაფორმება: ჰარი ჰორნერი, ჯონ მეჰანი, ემილ კიური
- საუკეთესო ორიგინალური მუსიკა: აარონ კოპლენდი
- შავ-თეთრი ფილმის საუკეთესო კოსტუმების დიზაინი: ედით ჰედი, ჯილ სტილი
- ოქროს გლობუსი
- საუკეთესო მსახიობი ქალი დრამაში: ოლივია დე ჰევილენდი
რესურსები ინტერნეტში