მეექვსე საარტილერიო ბრიგადა — საარტილერიო ბრიგადა საქართველოს სახმელეთო ძალების შემადგენლობაში. შეიქმნა 2008 წელს I საარტილერიო ჯგუფის ბაზაზე. ბრიგადის დისლოკაციის ადგილად ქალაქი ხონი განისაზღვრა.[1] ექვემდებარება სახმელეთო ძალების დასავლეთ სარდლობას.[2]
ბრიგადამ აქტიური მონაწილეობა მიიღო რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომში. 2010 წლიდან ბრიგადის პირადი შემადგენლობა სისტემატურად მონაწილეობს ISAF-ის ოპერაციაში ავღანეთში.[3] 2018 წლის რეორგანიზაციის შედეგად II საარტილერიო ბრიგადა ჩამოყალიბდა დასავლეთის სარდლობის VI საარტილერიო ბრიგადად.
სქოლიო