მატთეუს დანიელ პეპელმანი (გერმ.Matthäus Daniel Pöppelmann; დ. 3 მაისი, 1662, ჰერფორდი – გ. 17 იანვარი, 1736, დრეზდენი), გერმანელიარქიტექტორი. 1710 წელს ინახულა რომი და ნეაპოლი, 1715 წელს – პარიზი. პეპელმანის მთავარი ნამუშევარია ცვინგერის ანსამბლი დრეზდენში (1711-22). ანსამბლში შედის საზეიმო დანიშნულების კვადრატული მოედანი, თაღოვანი გალერეა-ტრიბუნები და პავილიონ-ლოჟები. ნაგებობის საერთო კლასიცისტური ხასიათი შეხამებულია მოცულობათა და სკულპტურული დეკორის ბაროკოულ დინამიკასთან. დეკორში შეტანილია როკოკოს ელემენტებიც. პეპელმანი არის გერმანიაში ამ სტილის ერთ-ერთი ფუძემდებელი.