მარკუს ნონიუს მაკრინუსი

წარწერა (CIL V, 4343)

მარკუს ნონიუს მაკრინუსი (ლათ. Marcus Nonius Macrinus) — რომაელი სენატორი და გენერალი ანტონინუს პიუსის, ლუციუს ვერუსის და მარკუს ავრელიუსის მმართველობის დროს. მაკრინიუსი იყო კონსული 154 წლის აპრილ-ივნისის ნუნდინიუმში, როგორც [პრიფერნიუს?] პაეტუსის კოლეგა.

მისი საფლავის წარწერების მიხედვით, წარმოშობით იყო ბრეშადან (ბრიქსია). იყო მარკუს ავრელიუსის მრჩეველი.[1] მარკუს ნონიუს მაკრინუსი მსახურობდა ქვემო (დაახლ. 152 – დაახლ. 154) და ზემო პანონიის ლეგატად (დაახლ. 159 – დაახლ. 162), აზიის პროვინციის პროკონსულად (170/171).

ოჯახი

წარწერებზე დაყრდნობით, მის ცოლს შესაძლოა ერქვა არია (მეორე სახელად მოიაზრება ფლავია ან მანლია).[2]

საფლავი

2008 წლის ოქტომბერში, არქეოლოგებმა მდინარე ტიბრის ნაპირებზე, ფლამინიუსის გზის მახლობლად, რომის ჩრდილოეთით აღმოაჩინეს ნონიუს მაკრინუსის საფლავი.[3][4] 2012 წლის დეკემბერში რეკონსტრუქციის დაფინანსების ნაკლებობის გამო მისი საფლავი ხელახლა დაფლეს მყიფე მარმარილოს შესანარჩუნებლად.[5]

პოპულარულ კულტურაში

მარკუს ნონიუს მაკრინუსის ცხოვრებით შთაგონებულია რასელ კროუს პერსონაჟი მაქსიმუს დეციმუს მერიდიუსი 2000 წლის მხატვრულ ფილმში „გლადიატორი“.[6] მარკუს ნონიუს მაკრინუსი და გამოგონილი მაქსიმუს დეციმუს მერიდიუსი ერთი და იმავე პერიოდიდან არიან. გარდა ამისა, მარკუსსაც და მაქსიმუსსაც კარგად იცნობს მარკუს ავრელიუსი და ორივე მისი მოწონებით სარგებლობს. თუმცა მარკუს ნონიუს მაკრინუსმა წარმატებული კარიერა გააგრძელა და გარდაიცვალა მდიდარი, ხოლო მაქსიმუს დეციმუს მერიდიუსი კარგავს ოჯახს და მას მონად ყიდიან.

სქოლიო

  1. 'Gladiator' tomb is found in Rome“. BBC News. 2008-10-17. ციტირების თარიღი: 2008-10-17.
  2. Roman Tombs and the Art of Commemoration: Contextual Approaches to Funerary Customs in the Second Century CE. Cambridge University Press. 
  3. „Tomb of Real 'Gladiator' Found in Rome“. Fox News. 2008-10-17. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 19, 2008. ციტირების თარიღი: 2008-10-17.
  4. „Tomb of 'Gladiator' Roman general unearthed“. CBC News. 2008-10-19. ციტირების თარიღი: 2008-10-19.
  5. „Tomb of Roman general who inspired Gladiator reburied“. PreHist.org - Preserving History. 2012-12-06. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-27. ციტირების თარიღი: 2012-12-06.
  6. Owen, Richard (2008-10-17). „Tomb of the real 'Gladiator' discovered in Italy“. The Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 18, 2011. ციტირების თარიღი: 2008-10-17.