მარიანა კიანოვსკა (დ. 17 ნოემბერი, 1973, ნესტეროვი, ახლანდ. ჟოვკვა, ლვივის ოლქი) — უკრაინელი მწერალი, მთარგმნელი. უკრაინის მწერალთა ეროვნული კავშირისა (2000) და უკრაინელ მწერალთა ასოციაციის (2000) წევრი. უკრაინის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული პრემიის ლაურეატი. დაამთავრა ლვივის უნივერსიტეტი (1997). ლიტერატურულ პრემია „ველიკი იჟაკის“ თანადამაარსებელი (2012). მისი დებიუტი ჯერ კიდევ 1979 წელს შედგა ლექსების კრებულით გაზეთ „რადიანსკა ოსვიტაში“. ავტორია ლექსებისა ნეორომანტიზმისა და ნეობაროკოს ელემენტებით. აზერბაიჯანულიდან თარგმნა სალიმ ბაბულაოღლუს კრებული „ნიღბიანი ხალხის, ჰიმნი“ (კიევი, 2009), პოლონურიდან — იულიან ტუვიმის „ფრინველთა რადიო“ (კიევი, 2010), რიგი მოთხრობები და ესეები, ლექსები სლავური, ლიეტუვური, ქართული, აზერბაიჯანული, ინგლისური, ებრაული ენებიდან. მარიანა კიანოვსკას ცალკეული ნაწარმოებები თარგმნილია ინგლისური, ბელარუსულ, რუსულ, პოლონურ, ჩეხურ და სხვა ენებზე.[3]
ბიბლიოგრაფია
- Інкарнація („ინკარნაცია“). Л.; К., 1997;
- Вінки сонетів („სონეტათა გვირგვინები“). Париж; Л.; Цвікау, 1999;
- Міфотворення („მითშემოქმედება“). К., 2000;
- Кохання і війна („სიყვარული და ომი“). Л., 2002 (თანაავტორი);
- Книга Адама („ადამის წიგნი“). Ів.-Ф., 2004;
- Звичайна мова („ჩვეულებრივი ენა“). К., 2005;
- Дещо щоденне („რაღაც ყოველდღიური“). К., 2008;
- Стежка вздовж річки: Оповідання (მოთხრობათა წიგნი „მდინარისპირა ბილიკი“). К., 2008.
სქოლიო