მარიამ ჩაბი ტალატა (დ. 7 ივლისი, 1963[1], ბემბერეკე, დაგომეია) — ბენინელი პოლიტიკოსი. ბენინის ვიცე-პრეზიდენტი 2021 წლის 21 მაისიდან.[2][3] მან ფიცი დადო 2021 წლის 24 მაისს.[4] პარტია პროგრესული კავშირის წევრი.
მარიამ ჩაბი ტალატა არის ბენინის პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტი.[5] ყოფილი მასწავლებელი და სკოლის ინსპექტორი. ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან ქალთა წარმომადგენელი, რომლებმაც მიაღწიეს მაღალ თანამდებობას სუბ-საჰარის აფრიკის რეგიონში.
ფილოსოფიის ყოფილი პროფესორი და ბენინის ეროვნული ასამბლეის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი.[2]
სქოლიო