მარიამ ბოლქვაძე (დ. 1 იანვარი, 1998) — ქართველი ჩოგბურთელი. არის საქართველოს ფედერაციის თასის ნაკრების წევრი, ტურნირზე გამართული 11 შეხვედრიდან ექვსი მოიგო. ერთეულებში არის მსოფლიოს 190-ე ჩოგანი. ერთეულებში მისი საუკეთესო შედეგი იყო 152-ე ადგილი (დეკემბერი, 2019). ამჟამად წყვილებში არის მსოფლიოს 420-ე ჩოგანი, კარიერაში საუკეთესო მაჩვენებელი კი დააფიქსირა 2019 წლის ივლისში (336-ე ჩოგანი მსოფლიო რეიტინგში). 2015 წლიდან თამაშობს საქართველოს ნაკრებში.
რესურსები ინტერნეტში