მარიამ-მაკრინა, (დ. დაახლოებით 1696/1698 ― გ. 1744 შემდეგ) — ქართველი პოეტი, ერეკლე I-ის (ნაზარ-ალი-ხანის) ასული, ედიშერ ჩოლოყაშვილის მეუღლე, მალე დაქვრივდა, 1761-იდან მონაზონი გახდა და მაკრინად იწოდა.
მოღვაწეობდა ალავერდის წმ. ნიკოლოზის ტაძარში. მარიამ-მაკრინა დაახლოებული იყო კახეთის სამეფო კართან. ძმების — კახეთის მეფეების — დავალებით შეუდგენია სამეფო დოკუმენტები (მაგ., ე.წ. „ღვთაების გუჯარი“ და სხვა), რომელიც თავისი მხატვრულობით გამოირჩევა სხვა ანალოგიური საბუთებისაგან. მარიამ-მაკრინას ლიტერატურული მემკვიდრეობიდან ცნობილია იოსებ ალავერდელისადმი მიძღვნილი 2 ჰიმნოგრაფიული კანონი, ამავე წმინდანი სვინაქსარული ცხოვრება და ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი აკროსიქული შესხმა.
ლიტერატურა
რესურსები ინტერნეტში