მარი ემანუელი

მარ მარი ემანუელი (ერისკაცობაში-რობერტ შლიმონი ; 19 ივლისი, 1970) [1] - ერაყში დაბადებული, ასურელი ავსტრალიელი [2] პრელატი . ის არის "ქრისტეს კეთილი მწყემსის ეკლესიის" ეპისკოპოსი უეიკლში, ახალი სამხრეთი უელსი . 2011 წელს ემანუელი აკურთხეს ეპისკოპოსად ასურულ ეკლესიაში, მაგრამ 2014 წელს განკვეთეს . 2015 წელს მან დააარსა დამოუკიდებელი ეკლესია ქრისტიანობის აღმოსავლეთ სირიული წესით. [3]

მისი ქადაგებები პირდაპირ ეთერში გადაიცემა ქრისტეს კეთილი მწყემსის ეკლესიის Facebook და YouTube არხებზე, რომლებსაც საერთო ჯამში 255 ათასი მომხმარებელი ჰყავს. მან მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა კონსერვატიულ იუთუბ შოუში ინტერვიუებში, სადაც საუბრობდა რელიგიაზე და აკრიტიკებდა ჰომოსექსუალობას და ავსტრალიის COVID-19 პოლიტიკას . [3]

2024 წლის 15 აპრილს ემანუელი და ხუთი სხვა სასულიერო პირი დაჭრეს მის ეკლესიაში პირდაპირი ეთერით ქადაგების დროს. ახალი სამხრეთ უელსის პოლიციის კომისარმა კარენ უებმა მოგვიანებით გამოაცხადა ეს როგორც ტერორისტული თავდასხმა. ემანუელმა შეტევის შედეგად მარჯვენა თვალი დაკარგა . [3]

ადრეული ბიოგრაფია

რობერტ შლიმონი დაიბადა 1970 წელს ჰაბანიაში, ერაყში, ღვთისმოსავ ასურულ - ქრისტიანულ ოჯახში, რომელიც მიეკუთვნებოდა აღმოსავლეთის ასურულ ეკლესიას . ის გაიზარდა ბაღდადში, მაგრამ მისმა ოჯახმა დატოვა ერაყი 1985 წელს და დასახლდა სიდნეიში, ავსტრალია, სადაც სწავლობდა ფეირფილდის საშუალო სკოლაში . [3] ემანუელი 1990-იან წლებში მუშაობდა ბანკის მენეჯერად, სანამ 1990-იანი წლების ბოლოს დიაკვანი გახდა და მოგვიანებით 2009 წელს მღვდლად აკურთხეს [1]

ეპისკოპოსად მოღვაწეობა

აღმოსავლეთის უძველესი ეკლესია

2011 წლის აგვისტოში, მარ იაკობ დანიელმა და მარ ზაია ხოშაბამ ემანუელი აკურთხეს სუფრაგან-ეპისკოპოსად ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის არქიეპისკოპოსისთვის, ეხმარებოდნენ ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიტროპოლიტს. მალე მან მიიღო "მარი"-ს წოდება რომელიც ასურულ ეკლესიაში განკუთვნილია მღვდელმთავრებთათვის [1]

2013 წლის ივლისში, ავსტრალიაში ვიზიტის დროს, მარ ადდაი II-მ ემანუელს პატრიარქალური დადასტურება გადასცა. თუმცა, იმ დროს მან ემანუელს უბრძანა ცვლილებები შეეტანა მისი სამღვდელო მოღვაწეობის სხვადასხვა ასპექტში, მათ შორის ლიტურგიკულ და საღვთისმეტყველო ასპექტებთან, ისევე როგორც მის სოციალურ ქცევასთან დაკავშირებით.

2014 წელს როდესაც პატრიარქის ვადა ამოიწურა, ადაი II-მ შეაჩერა ემანუელის მღვდელმსახურება, 325 წელს ნიკეის პირველი კრების მიერ გამოცხადებული კანონების დაუმორჩილებლობის მოტივით. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ემანუელი ქადაგებდა წმინდა ზაიას ტაძარში მიდლტონ გრანჯში, ახალი სამხრეთი უელსი . [4]

დამოუკიდებელი ეკლესია

2015 წლის იანვარში, ემანუელმა დაამყარა თავი დამოუკიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსად აღმოსავლეთ სირიული ტრადიციით, ვაკლიში, ქრისტეს კეთილი მწყემსი ეკლესიაში. [5] 2023 წლის მდგომარეობით, ის არ არის ჩამოთვლილი, როგორც სასულიერო პირი ავსტრალიის, ახალი ზელანდიისა და ლიბანის აღმოსავლურ ეპარქიათა ეკლესიაში. [6]

  1. 1.0 1.1 1.2 Who Is Mari Mari Emmanuel? Bishop Famous On TikTok Stabbed In Sydney Church By 15-Yr-Old Suspect en (2024-04-16). ციტირების თარიღი: 2024-04-15 შეცდომა ციტირებაში Invalid <ref> tag; name "times" defined multiple times with different content; $2
  2. Jessica Bahr (16 April 2024). „A 'wonderful human' and a Trump fan: Who is the stabbed Sydney church leader?“. SBS News. ციტირების თარიღი: 22 April 2024. ციტატა: „Mar Mari Emmanuel is an Assyrian Christian bishop at Christ the Good Shepherd Church“
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 „What we know about Bishop Mar Mari Emmanuel, who was stabbed in the Sydney church attack“. ABC News Australia. 2024-04-16. შეცდომა ციტირებაში Invalid <ref> tag; name "ABC" defined multiple times with different content; $2
  4. Begley, Patrick (16 April 2024). 'Hate me, accept me or reject me': The inflammatory words of bishop stabbed in Sydney attack“. The Sydney Morning Herald. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 April 2024. ციტირების თარიღი: 18 April 2024.
  5. Who Is Mari Mari Emmanuel? Bishop Famous On TikTok Stabbed In Sydney Church By 15-Yr-Old Suspect en (16 April 2024). ციტირების თარიღი: 16 April 2024
  6. GRAPHIC: "TikTok Bishop" Stabbed During Sermon, Sydney, Australia | Atlas News en-US (2024-04-15). ციტირების თარიღი: 2024-04-19

გარე ბმულები