მარი დე ვალუა (1393-1438)
მარი დე ვალუა (ფრანგ. Marie de Valois; დ. 24 აგვისტო, 1393 — გ. 19 აგვისტო, 1438) — ვალუას დინასტიის წარმომადგენელი. საფრანგეთის მეფე შარლ VI-ისა და მისი ცოლის, დედოფალ იზაბელა ბავარიელის მეექვსე შვილი. მონაზონი და პუასუს აბატისა.
ბიოგრაფია
მარი დაიბადა 1393 წლის 24 აგვისტოს ბლუა დე ვენსენში. იგი იყო საფრანგეთის მეფე შარლ VI-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ იზაბელა ბავარიელის თორმეტი შვილიდან მეექვსე. შარლისა და იზაბელას გადარჩენილი რვა შვილიდან, მარი ერთ-ერთია.
როდესაც მარის მამა, მეფე შარლი ჭკუიდან შეირყა, დედოფალმა იზაბელამ ყოველივე ეს ღვთიურ სასჯელად მიიჩნია და ამის გამოსასყიდად მარი მონასტერში გააგზავნა. მას იმედი ჰქონდა, რომ თუ იგი თავის ქალიშვილს უფალს შესწირავდა, ისიც მოწყალებას გამოიჩენდა და მეფეს სრულ ჭკუაზე დააბრუნებდა, თუმცა ამაოდ.
1397 წლის 8 სექტემბრიდან, მარი პუასუს სააბატოში იზრდებოდა, 1408 წლის 26 მაისს კი იგი მონაზვნად აღიკვეცა. მისი მშობლების მრავალი შვილიდან, იგი ერთადერთია, რომელიც რელიგიურად ცხოვრობდა, ყველა დანარჩენი დაქორწინებული იყო, ზოგიერთი მათგანი კი არაერთხელ.
მონასტერში მარის მფარველობდა მისი ბაბუდა მარი დე ბურბონი, რომელიც მარი დე ვალუას ბებიის, დედოფალ ჟანა დე ბურბონის ღვიძლი და იყო. მიუხედავად მონაზვნობისა, როგორც ჩანს, სამეფო სისხლი თავისას შვრებოდა, რადგან მარი ძალიან ამპარტავანი იყო და პუასუში წარმოუდგენლად მდიდრულად ცხოვრობდა.
1405 წელს მარი დედამისმა, დედოფალმა იზაბელა ბავარიელმა და ბიძამისმა, ორლეანის ჰერცოგ ლუი I-მა მოინახულეს, რათა დაერწმუნებინათ სასულიერო ცხოვრების დატოვებასა და ბარის ჰერცოგ რობერზე ქორწინებაზე. მან მყარი უარი თქვა და ასევე დასძინა, რომ მისი დარწმუნება მხოლოდ შეშლილ მეფეს შეეძლო, რომელიც არავის იკარებდა, იმის შიშით, რომ არ დამსხვრეულიყო, რადგან მას თავი მინის ეგონა. აქედან გამომდინარე, მარი სააბატოში დარჩა. რამდენიმე წელიწადში იგი პუასუს აბატისად აკურთხეს. მარი დე ვალუა შეეწირა შავი ჭირის ეპიდემიას. იგი გარდაიცვალა 1438 წლის 19 აგვისტოს, 44 წლის ასაკში. მოგვიანებით, მისმა ძმამ, მეფე შარლ VII-მ მისი ცხედარი სენ-დენის სამეფო ბაზილიკაში გადაასვენა.
ლიტერატურა
- Kerrebrouck (Valois), p. 125 footnote 40, referring to Françoise Autrand "Charles VI le roi fou" in L'Histoire no 27 Oct 1980 pp 61-62.
- "Springtime, Solitude and Society in the Dit de Poissy".
- Power, Eileen Edna. Medieval English Nunneries.
საფრანგეთის პრინცესები |
---|
| I თაობა |
- ჰედვიგი, მონზის გრაფინია
- გიზელა, პონტიეს გრაფინია
|
---|
| II თაობა | |
---|
| III თაობა | |
---|
| IV თაობა |
- კონსტანცია, ტულუზის გრაფინია
|
---|
| V თაობა | |
---|
| VI თაობა | |
---|
| VII თაობა | |
---|
| VIII თაობა | |
---|
| IX თაობა | |
---|
| X თაობა |
- იზაბელა, ინგლისის დედოფალი
- იზაბელა, ბრეტანის ჰერცოგინია
- ჟანა, ჰოლანდიის გრაფინია
- მარგარიტა, ბლუას გრაფინია
- კატრინი, ლათინთა იმპერატრიცა
- ჟანა, არტუას გრაფინია
- იზაბელა, ფონტერვუდის აბატისა
- მარი, კალაბრიის ჰერცოგინია
- იზაბელა, ბურბონის ჰერცოგინია
- ბლანში, ბოჰემიისა და გერმანიის დედოფალი
- ჟანა, საფრანგეთის დედოფალი
|
---|
| XI თაობა | |
---|
| XII თაობა | |
---|
| XIII თაობა | |
---|
| XIV თაობა | |
---|
| XV თაობა | |
---|
| XVI თაობა | |
---|
| XVII თაობა | |
---|
| XVIII თაობა | |
---|
| XIX თაობა | |
---|
| XX თაობა | |
---|
| XXI თაობა | |
---|
| XXII თაობა | |
---|
| XXIII თაობა | |
---|
| XXIV თაობა | |
---|
| XXV თაობა | |
---|
| XXVI თაობა | |
---|
|
|
|