მანუელ აარონი (ინგლ. Manuel Aaron; დ. 30 დეკემბერი, 1935, ტაუნგუ, ახლანდ. მიანმარი) — ინდოელი მოჭადრაკე; ინდოეთის პირველი საერთაშორისო ოსტატი (1961). სრულიად ინდოეთის ჭადრაკის ფედერაციის პასუხისმგებელი მდივანი, ფიდეს ცენტრალური კომიტეტის წევრი (1986-დან). აზიაში პირველი საჭადრაკო ჟურნალის „Chess Mate“ საპატიო რედაქტორი. ინდოეთის 9-გზის ჩემპიონი (1959–1980). სტოკჰოლმის ზონათაშორისი ტურნირის მონაწილე (1962), დაიკავა 23-ე ადგილი, დაამარცხა ლაიოშ პორტიში და ვოლფგანგ ულმანი. აზიის ქვეყნების საერთაშორისო ტურნირზე (აშხაბადი, 1961) გაინაწილა მე-5–6 ადგილი.[1]
სქოლიო
- ↑ Аарон Мануэль // Шахматы : энциклопедический словарь / гл. ред. А. Е. Карпов. — : Советская энциклопедия, 1990. — стр. 7, 621 c.