მანუელ-ტამესი — ქალაქი და მუნიციპალიტეტი კუბაში, გუანტანამოს პროვინციაში. მდებარეობს პროვინციის დედაქალაქ გუანტანამოდან 15 კმ-ით აღმოსავლეთით.
მუნიციპალიტეტი 1964 წელს შეიქმნა და სახელი ეწოდა 1958 წლის კუბის რევოლუციის მებრძოლის, სიმონ მანუელ ტამეს გერას პატივსაცემად.
დემოგრაფია
2004 წელს, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 14 200 ადამიანს შეადგენდა.[1] 526 კმ² ფართობზე მოსახლეობის სიმჭიდროვე იყო 27 ადამიანი კმ²-ზე.[2]
იხილეთ აგრეთვე
სქოლიო