|
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მანანა.
|
მანანა, ერიკა (ლათ. Erica) — მცენარეთა გვარი მანანასებრთა ოჯახისა. ბუჩქბალახები, ბუჩქები და პატარა ხეებია.
აერთიანებს 500-მდე სახეობას, რომელთა უმრავლესობა იზრდება კაპის ოლქში (აფრიკის უკიდურესი სამხრეთ ნაწილი). 15 სახეობა გავრცელებულია ჩრდილოეთ ევროპასა და ხმელთაშუაზღვისპირეთში. მხოლოდ ერთი სახეობა ხისევრი მანანა (ლათ. Erica aborea) გვხვდება საქართველოში (აფხაზეთში — ბიჭვინთის მიდამოებში), მთის ქვედა სარტყელის ბუჩქნარებსა და ტყის პირებზე.
მაღალი მარადმწვანე ბუჩქი ან პატარა ხეა, აქვს ლამაზი მკვრივი მერქანი.
ლიტერატურა