მანავის ცივი — მთა საქართველოში, კახეთის მხარეში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს გომბორის ქედზე, მდინარე ჩაილურის (ივრის აუზი) სათავეებში. სიმაღლე ზღვის დონიდან 1682 მ. აგებულია პონტურ-მეოტური კონგლომერატებით, ქვიშაქვებითა და თიხებით. ჩრდილოეთი კალთა ფლატოვანია, დანარჩენი დამრეცი. შემოსილია მეორეული მდელოთი.
ლიტერატურა