მაკრიალის ხიდი, ქემალფაშის ხიდი — ხიდი თურქეთში, ქალაქ ქემალფაშის (მაკრიალი) ცენტრში, მდინარე მანელოღლუზე. ამჟამად იგი კარგადაა შემონახული. მის გვერდით თანამედროვე ხიდია აგებული. თაღოვანი ხიდის ბურჯები კლდოვან მასივებზეა ამოყვანილი.
ხიდი თაღოვანია: თაღის სიგანე — 14,5 მ., ხიდის სიგანე — 2,85 მ., თაღის სიმაღლე ბურჯის ზედაპირიდან — 7,70 მ., ბორდიურის სიგანე — 18 სმ., ხოლო სიმაღლე — 62 სმ. ხიდში აშკარად გამოირჩევა ძველი და ახალი სტრუქტურები. არქაული ჩანს თვით თაღის კონსტრუქცია, ხოლო სარტყელი, ბორდიურები და სავალი არე გვიანდელი შეკეთების შედეგია.
ლიტერატურა
ისტორიული ჭანეთის აღმოსავლეთ ნაწილში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები (საფორტიფიკაციო ნაგებობები, ეკლესიები, საკომუნიკაციო და საყოფაცხოვრებო არქიტექტურის ნიმუშები), ბათ., 2014, გვ. 75 ISBN 978-9941-0-6458-6.