ჯონ მაიკლ „მაიკ“ ჰოთორნი (ინგლ. John Michael "Mike" Hawthorn) — ბრიტანელი ავტომრბოლელი. მაიკ ჰოთორნი გახდა პირველი მრბოლელი, რომელმაც გაერთიანებული სამეფოს სახელით 1958 წელს ფორმულა ერთის მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ამავე სეზონის გერმანიის გრან-პრიზე მომხდრი ავარიის შედეგად გარდაიცვალა ჰოთორნის თანაგუნდელი და მეგობარი პიტერ კოლინზი. კოლინზის გარდაცვალებამ დიდი გავლენა იქონია ჰოთორნზე, რის გამოც 1958 წლის მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოგების შემდეგ მაიკი ფორმულა ერთიდან წავიდა. წასვლიდან რამდენიმე თვის შემდეგ, 1959 წლის 22 იანვარს მაიკ ჰოთორნი 29 წლის ასაკში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.
რესურსები ინტერნეტში
სქულიო
- ↑ 1990 წლამდე მრბოლელთა მიერ მიღებული ქულების ნაწილი ხვდებოდა ჩემპიონატის შედეგებში. ფრჩხილებს გარეთ მომცემულია საჩემპიონო ქულები, ფრჩხილებში კი მრბოლელის მიერ საერთო ჯამში აღებული ქულები.
|
---|
| 1950-1959 | |
---|
| 1960-1969 | |
---|
| 1970-1979 | |
---|
| 1980-1989 | |
---|
| 1990-1999 | |
---|
| 2000-2009 | |
---|
| 2010-2019 | |
---|
| 2020-2029 | |
---|
|